მალხაზ მაჩალიკაშვილი აღდგომის შემდეგ აქციებს აანონსებს - "გომელაურმა და მისმა ბანდამ პასუხი უნდა აგონ"

მალხაზ მაჩალიკაშვილი აღდგომის შემდეგ აქციებს აანონსებს - "გომელაურმა და მისმა ბანდამ პასუხი უნდა აგონ"

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აღდგომის დღესასწაულის შემდეგ აქციებს აანონსებს. აღნიშნული განცხადება მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" გააკეთა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, რომ აქციას სოლიდარობის მიზნით შეუერთდებიან სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, მათ შორის ევროპაშიც. გარდაცვლილის მამის თქმით, არაერთი დაპირების მიუხედავად საქმე ობიექტურად გამოძიებული არ არის. იგი მოითხოვს როგორც სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის, ისე სპეცოპერაციაში მონაწილე და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას.

"მე ვიცი რას ნიშნავს მართლმადიდებლური სამყაროსთვის აღდგომა, ამიტომ ამ პერიოდის გავლას დაველოდები და დავიწყებთ აქციებს. მოთხოვნები უცვლელია, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას და სიმართლის დადგენას. გომელაურმა და მისმა ბანდამ, იმ სპეცრაზმელმა უნდა აგონ პასუხი. დაინტერესება საზღვარგარეთიდანაც არის და ჩვენი თანამოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნიდან აპირებენ შემოგვიერთდნენ. მე თავად ვაპირებ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლას და ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველებთან ერთად გავაპროტესტებთ უსამართლობას. მე საზოგადოებასთან ერთად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს!", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 19 წლის თემირლანი საავადმყოფოში 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ