10 აპრილიდან თბილისში არასწორი პარკირებისთვის ავტობუსის კონტროლიორები დაგაჯარიმებენ

10 აპრილიდან თბილისში არასწორი პარკირებისთვის ავტობუსის კონტროლიორები დაგაჯარიმებენ

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის შემთხვევაში, კომპანია “სითი პარკის“ თანამშრომლები მიიღოს - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

სატრანსპორტო კომპანია “სითი პარკისგან“ იმ ადამიანების სიას და რაოდენობას ელოდება, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს და სამუშაოდ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შეუერთდებიან.

ამასთან, როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ისინი სხვა მხრივ, როგორც მატერიალური ბაზის, ისე ფიზიკური ძალის მიმართულებით სრულად არიან მზად, მოვალეობა შეასრულონ.

“ჩვენ გვყავს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მუნიციპალურ ტრანსპორტში ახორციელებენ ბილეთების შეძენის კონტროლს და სწორედ ისინი განახორციელებენ აღნიშნულ მოვალეობას პირველ ეტაპზე. რესურსი გადანაწილდება თანაბრად და შესაბამისად, არც ერთი საქმე არ დაზარალდება. ჩვენი კომპანია აღნიშნულ მოვალეობას იქამდე შეასრულებს, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ვვარაუდობთ, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შესაბამისი ტექნიკა აქვთ. რაც შეეხება ევაკუატორებს, დროებით იქირავებენ, ხოლო მომავალში გამოცხადდება ტენდერი და თბილისის სატრანსპორტო კომპანია მათ შეიძენს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე ხორციელდება პარკირების ზონების მოწესრიგება, რომ მძღოლებს მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ.

“მიმდინარეობს მოწესრიგება პარკირების ზონების, ასევე ნიშნების მოწესრიგება, იმ ადგილებში, სადაც პრობლემური იყო. რაც შეეხება წესებს და მძღოლების დაჯარიმებას, ჯერჯერობით ზუსტად ისე მოხდება, როგორც აქამდე იყო, თუმცა მერე ვნახოთ რა იქნება“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ