5, 6, 7, 9 და 10 აპრილს დასავლეთის მიმართულებით მატარებლების მოძრაობის განრიგი იცვლება

5, 6, 7, 9 და 10 აპრილს დასავლეთის მიმართულებით მატარებლების მოძრაობის განრიგი იცვლება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, “საქართველოს რკინიგზა” მატარებლის დამატებით რეისებს დანიშნავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს, 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს (N808/807) 4-ვაგონიანი, ორსართულიანი შტადლერის ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი განრიგით იმოძრავებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:30 საათზე გავა და ბათუმში 15:30 საათზე ჩავა, ბათუმიდან კი 17:10 საათზე გამოვა და თბილისში 22:03 საათზე ჩამოვა.

დამატებითი რეისი ინიშნება თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებაზე. კერძოდ, 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი (N878) თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 8:50 საათზე გავა, სენაკში 13:08 საათზე ჩავა, სენაკიდან კი (N877) 19:45 საათზე გამოვა და თბილისში 23:59 საათზე ჩამოვა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ