170 საჩივარი ერთ წელიწადში - რის გამო უჩივიან ექიმებს საქართველოში?

170 საჩივარი ერთ წელიწადში - რის გამო უჩივიან ექიმებს საქართველოში?

2017 წელს სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში პაციენტების ან მათი ახლობლების მხრიდან 170 საჩივარი შევიდა.

როგორც სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზალდასტანიშვილი განმარტავს, საჩივრები ძირითადად სამედიცინო დახმარების ხარისხს და დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის ფაქტებთან დაკავშირებით სავალდებულო შეტყობინებებს შეეხებოდა.

"ასევე შეიძლება გეგმიური შემოწმების დროს რაიმე ხარვეზის აღმოჩენა და შემდეგ ამ მიმართულებით შესწავლა მომხდარიყო. 170 შემთხვევიდან თითოეულს შეიძლება სხვადასხვა საფუძველი ჰქონოდა. საჩივრების მიხედვით, ძირითადად, მომსახურების ხარიხთან უკმაყოფილებას გამოთქვამენ, არ მოსწონთ სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულება, შესაძლოა, საჩივარი ფინანსურ საკითხებსაც უკავშირდებოდეს," - განმარტავს ხათუნა ზალდასტანიშვილი.

მისი ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭომ 2017 წელს პროფესიული პასუხისმგებლობის 305 საკითხი განიხილა, საიდანაც პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 300 ექიმს, 2-ის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობის დაკისრება არ მომხდარა. ხათუნა ზალდასტანიშვილის თქმით, 2017 წელს 207 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, 93 ექიმს კი სხვადასხვა ვადით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა.

გარდა ამისა, პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან დაკავშირებით ბოლო წლებში მზარდი სტატისტიკა არ დაფიქსირებულა. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ