როგორ გამოიყურება მსახიობი გიორგი მახარაძე თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ

როგორ გამოიყურება მსახიობი გიორგი მახარაძე თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ

მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელსაც რამდენიმე თვის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თავს კარგად გრძნობს. ის ერთი კვირის წინ დაბრუნდა თურქეთიდან, სადაც კლინიკაში ბოლო გამოკვლევები ჩაიტარა და ქიმიის დანიშვნა აღარ გახდა საჭირო. ამის შესახებ მსახიობი თავად წერდა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე.

გიორგი თურქეთის კლინიკაში დედასთან, თეო ჩივაძესთან ერთად გაემგზავრა. მსახიობმა თბილისში ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაიტარა და თურქი ექიმების მოთხოვნის შესაბამისად, ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ, ისევ გაემგზავრა კლინიკაში.

"მკურნალობამ კარგად ჩაიარა, მეტი ქიმია აღარ დამინიშნეს. 3 თვეში გადასამოწმებლად დამიბარეს და რაღაც პერიოდის განმავლობაში უნდა ვიყო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის" - წერს გიორგი.

თურქეთიდან დაბრუნებული მსახიობი კარგად გამოიყურება. ოჯახის ერთობლივ ფოტოებს გიორგის დედა, თეო ჩივაძე ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს. ფოტოებზე გიორგი მახარაძე დედასთან და ქალიშვილთან, ელენე მახარაძესთან ერთად არის გადაღებული.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს