ინტენსიური სროლა Youtube-ის შტაბბინაში - დაუდასტურებელი ინფორმაციით, იქ ქალი ისროდა

ინტენსიური სროლა Youtube-ის შტაბბინაში  - დაუდასტურებელი ინფორმაციით, იქ ქალი ისროდა

ჩრდილოეთ კალიფორნიის პოლიციის განცხადებით, YouTube-ის შტაბ-ბინაში ინტენსიური სროლა ისმოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი ქალი იყო. CNN-ის ინფორმაციით, ის გარდაცვლილია.

სან-ფრანცისკოს საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ინციდენტის შედეგად მათთან მოხვედრილ პაციენტებს მკურნალობენ. თუმცა, სხვა დამატებითი დეტალების შესახებ არაფერი უთქვამთ.

YouTube-ის შტაბბინაში 1700 ადამიანი მუშაობს. Google-ში განაცხადეს, რომ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში არიან და დამატებით ინფორმაციებს მოვლენათა განვითარებისთანავე გაავრცელებენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"