მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის სარკინიგზო გადასარბენზე სამუშაოები ჩატარდება

მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის სარკინიგზო გადასარბენზე სამუშაოები ჩატარდება

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, სალიანდაგო დეპარტამენტი ხარაგაულის სარკინიგზო გადასარბენზე ახალი ლიანდაგის გადართვით სამუშაოებს ჩაატარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს, ხარაგაული-ძირულას ორკილომეტრიან სარკინიგზო მონაკვეთზე ხის შპალებს რკინა-ბეტონის ჩაანაცვლებს.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის 12 აპრილს სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოყოფილი 8 საათიანი „ფანჯრის“ გამო, მსვლელობიდან მოიხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის ჩქარი, ორჯგუფიანი მატარებელი #12/11(18/17) ორივე მიმართულებით. ასევე ორივე მიმართულებით მსვლელობიდან მოიხსნება ხაშური-ზესტაფონის (#6446/6445 და 6448/6447) საგარეუბნო მატარებლები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ