ჯემალ ჭკუასელი ნინო ქათამაძის მოსკოვში გამართულ კონცერტზე: "ჩვენ მოღალატეები გვეძახეს, მასზე ხმას არავინ იღებს"

ჯემალ ჭკუასელი ნინო ქათამაძის მოსკოვში გამართულ კონცერტზე: "ჩვენ მოღალატეები გვეძახეს, მასზე ხმას არავინ იღებს"

ერთ-ერთი პირველი, ვინც 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვში გამართული კონცერტის გამო გააკრიტიკეს, ანსამბლი "ერისიონი" გახლდათ. ამის შემდეგ ამ თემაზე კიდევ არაერთი სკანადლი ვნახე, ამ ცოტა ხნის წინ, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა ყველასთვის საყავრელი ნანი ბრეგვაძე, რომელიც სოლოკონცერტის გამართვას გეგმავდა მოსკოვში. საბოლოოდ, ქალაბატონმა ნანიმ კონცერტის ჩატარებაზე უარი თქვა. როგორც ირკვევა, რამდენიმე დღის წინ რუსეთის დედაქალაქში კონცეტი გამართა ნინო ქათამაძემ. გვესაუბრება ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი:

- ძალიანაც კარგი ქნა, თუ არავის დაუგდო ყური და ჩაატარა კონცერტი, მაგრამ ერთი კია: ჩვენ რუსეთში გამართული კონცერტის გამო მოღალატეები გვეძახეს, ნინო ქათამაძეზე ხმას არავინ იღებს, აქედან ჩანს, რომ ვიღაცას ვიღაცის ჯინი სჭირს!.. საქართველო მაგათ არ უყვართ, ვინც ჩვენ ამის გამო გვაკრიტიკებს. მსოფლიო გვეუბნება, გაანებეთ რუსეთს თავიო, ამერიკას ეშინია მათი და ჩვენ რა მოგვივიდა?! მე მასწავლის ვინმე რუსეთი რაც არის?! - გათახსირებული, მაიმუნი ხალხია, თავის უფროსებიანად, მაგრამ ჩვენმა ხალხმა რა დაგვიშავა?! რა მოგვიტანა ომმა და დაპირისპირებამ?! ახლახან, რუსეთის ხანძრის მერე ვიღაც ქალი გამოჩნდა, ქალი კი არა ალქაჯი და რუს ბავშვებზე ამბობს, ყველა რატომ არ ამოწყდნენ, სულ არ უნდა დაიბადონ ეგენიო...

ამ დროს ქართველმა ქალმა თავი შესწირა ბავშვების გადასარჩენად იქ ხანძარს. ბავშვია ყველაზე დიდი ღირებულება მსოფლიოში და არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნებისაა.ნანი ბრეგვაძეს ასწავლიან ვიღაც არაადამიანები საქართველოს სიყვარულს და იმის თქმას უბედავენ ქართველი კი არა რუსი მომღერალი ხარო! ეს არის სპეკულაცია და ნანის დიდი საყვედური უნდა ვუთხრა, საქართველოს მოძულე ხალხს რომ აჰყვა! როგორ არ უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მომღერალს, ცოცხალ ლეგენდას?! სადაც წავიდა, ყველგან ასახელა ჩვენი სამშობლო! ჩემს ლამაზ ნანის ვთხოვ ყურს ნუ დაუგდებს ეგეთ ხალხს!...განაგრძეთ კითხვა

ფოტო სქრინი: რუსი მომღერლისა და პროდიუსერის ანა ვოლკოვას "ინსტაგრამიდან"

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს