რატომ ჩამოიშალა გვირაბის ჭერი შახტაში - სპეციალისტები მიზეზებზე საუბრობენ

რატომ ჩამოიშალა გვირაბის ჭერი შახტაში - სპეციალისტები მიზეზებზე საუბრობენ

ტყიბულის მინდელის შახტაში უბედური შემთხვევა სავარაუდოდ, სამთო დარტყმამ გამოიწვია. როგორც პროფკავშირის წევრმა, მინდელის შახტის ტრანსპორტის უბნის უფროსის თანაშემწემ გიგა ისაკაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სავარაუდოდ, ქანები ჩამოიშალა, რამაც შახტაში მყოფი მუშები მოიყოლა.

„ვარაუდია, რომ სამთო დარტყმა იყო, ანუ ქანების თვითჩამოშლა მოხდა. ჯერჯერობით, ამ ვარაუდის დადასტურება არ შეგვიძლია, უნდა ვნახოთ ადგილზე რა მოხდა“, - განაცხადა გიგა ისაკაძემ.

შსს-ს განცხადებით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა, 04:00 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ