მინდელის შახტიდან დაღუპული მაღაროელების ცხედრები ამოიყვანეს

მინდელის შახტიდან დაღუპული მაღაროელების ცხედრები ამოიყვანეს

ტყუბულში, მინდელის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები უკვე ამოიყვანეს. ისინი ქუთისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს - ტყიბულის კლინიკაში.

ტყიბულში, მინდელის შახტაში გარდაცვლილთა შორის ყველაზე უმცროსი 26 წლის მამაკაცია. AMBEBi.GE-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ყველაზე უფროსი 59 წლის გოგი რაფავაა.

უბედური შემთხვევის დროს დაიღუპნენ: 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა.

დაღუპულებს შორის ყველაზე სტაჟიანი მაღაროელი ელგუჯა ბოჭორიშვილი იყო. 52 წლის მამაკაცს ორი შვილი დარჩა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ