ავტორი:

"როცა შახტაში დასვენება ჰქონდა, გიშერის საწარმოში მუშაობით არჩენდა ოჯახს..." - რას ყვებიან დაღუპულების შესახებ ტყიბულელები

"როცა შახტაში დასვენება ჰქონდა, გიშერის საწარმოში მუშაობით არჩენდა ოჯახს..." - რას ყვებიან დაღუპულების შესახებ ტყიბულელები

ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ცხედრები შახტიდან უკვე ამოიყვანეს. ისინი ქუთაისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ავარია მინდელის შახტაში გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ადგილზე დაიღუპა 6 ადამიანი, მძიმედ დაშავდა კიდევ სამი.

AMBEBi.GE-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს დაიღუპნენ: 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა. დაღუპულებს შორის ყველაზე სტაჟიანი მაღაროელი ელგუჯა ბოჭორიშვილი იყო. 52 წლის მამაკაცს ორი შვილი დარჩა.

AMBEBI.GE გარდაცვლილების ახლობლებს დაუკავშირდა.

ლევან ბეშქენაძე (ყოფილი მაღაროელი):

"6 ადამიანი დაიღუპა, მათგან 4 ძალიან ახალგაზრდაა, დაახლოებით 35 წლამდე ასაკის ბიჭები არიან. მირზა ქურციკიძეს სამი შვილი ჰყავდა. ერთად ვმუშაობდით შახტაში, ვენტილაციის უსაფრთხოების განყოფილებაში ათმეთაური იყო. ერთი წელი ერთად ვმუშაობდით, ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. მძიმე პირობებში უწევდა მუშაობდა, როცა შახტაში დასვენება ჰქონდა, სოფელ ძიროვანში მუშაობდა გიშერის საწარმოში და ასე არჩენდა ოჯახს.

რაც შეეხება პავლე გამეზარდაშვილს, ისიც ძალიან მშრომელი ბიჭი იყო, სამი ძმა ჰყავს და ისინიც შახტაში მუშაობენ. ცოლ-შვილი ჰყავდა პავლესაც. აქ ამბობენ, რომ აფეთქების ხმა არ ყოფილა და რას მოყვა წნევა და ამხელა ტრაგედია არ ვიცი.

ახლა საავადმყოფოში ვართ, აქ ცალკე ტრაგედია ტრიალებს. ერთ-ერთი დაშავებული ძალიან მძიმედაა..."

სალომე ბრეგვაძე, ტყიბულის მკვიდრი:

"ამ ტრაგედიას ჩემი ორი მეზობელი შეეწირა - გიორგი და ელგუჯა ბოჭორიშვილები. გიორგი 28 წლის იყო, რუსული სკოლა დაამთავრა, მერე ცოლი მოიყვანა და შახტაში დაიწყო მუშაობა. რაც შეეხება ელგუჯა ბოჭორიშვილს (მთავარ ფოტოზე), მეზობლების იმედი იყო ეს კაცი. სულ გვერდით გვედგა ყველას. შახტა რაც დაარსდა, მგონი მას შემდეგ სულ იქ მუშაობს. ლამაზი ოჯახი ჰქონდა, ცოლი, ორი შვილი და შვილიშვილები დარჩა. მარტო მათ არ დააკლდა ელგუჯა ბიძია, ყველას იმედი ეგ იყო ჩვენს ქუჩაზე..."

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ