გუგული მაღრაძეს სააღდგომო სუფრა 100 ლარი დაუჯდა - ცნობილი ქართველი ქალების მზადება აღდგომისთვის

გუგული მაღრაძეს სააღდგომო სუფრა 100 ლარი დაუჯდა - ცნობილი ქართველი ქალების მზადება აღდგომისთვის

აღდგომის დღესასწაულისთვის ყველა ქრისტიანი განსაკუთრებულად ემზადება. სააღდგომო სუფრა წარმოუდგენელია პასკისა და წითელი კვერცხის გარეშე. როგორ ემზადებიან აღდგომისთვის ცნობილი ადამიანები და რა ოჯახური ტრადიციები აქვთ სააღდგომოდ - „რეიტინგის“ მკითხველს ცნობილი ქალბატონები ანდობენ რეცეპტებს.

დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ, საკუთარი ბიზნესის გამო, წელს საფირმო კვერცხების შეღებვა ვერ მოახერხა, თუმცა ლამაზი სააღდგომო კვერცხების საიდუმლოს გვიმხელს:

"ჩვენი ოჯახი აღდგომას ტრადიციულად ერთად ხვდება. გამორჩეული არაფერი გვაქვს. წელს სააღდგომო სამზადისში ჩართვა ვერ მოვახერხე, რადგან საკუთარი ბიზნესი წამოვიწყე და ამით ვარ დაკავებული. ამიტომ ყველაფერს დედაჩემი მოამზადებს.

- არასდროს გიცდია სააღდგომო კერძების მომზადება?

- როგორ არა, ურბალოდ წელს ვერ მოვახერხე. ძალიან კარგ კვერცხებს ვღებავ თავისი ნახატებით. ამის გაკეთება ყველას მარტივად შეუძლია, კვერცხს უნდა დავადოთ ნებისმიერი მწვანილის ფოთოლი, შემდეგ შევახვიოთ ჩულქის მსგავს ბადეში და შევღებოთ. შეღებვის შემდეგ, როცა კვერცხს ამ ბადეს მოვაშორებთ თეთრად ახატია ფოთლები. მწვანილის გარდა შეგვიძლია, ქაღალდისგან გამოვჭრათ ლამაზი ფორმები და ეს დავადოთ კვერცხს.

პარლამენტარი გუგული მაღრაძე სააღდგომო სამზადისში ჩართული ნაკლებად არის: "მხოლოდ კვერცხს ვღებავ, ენდროს გავუფენ და ვცდილობ კარგ ფერზე შევღებო. ნამცხვრებს და პასკებს ვყიდულობთ. ადრე დედაჩემი აცხობდა პასკებს, სამზარეულოში უგემრიელესი სუნი ტრიალებდა, მაგრამ... თუ არ იცი პასკის მომზადება არ უნდა გააკეთო, რადგან მარტივი არ არის.

- სად ხვდებით აღდგომას?

- ორჯერ შევხვდი ტაძარში და ვეზიარე. აღდგომას აუცილებლად მივდივართ ეკლესიაში, ასევე გავდივართ საფლავზე. შემდეგ სტუმრები მოდიან, გააჩნია რამდენი ადამიანი მოდის სტუმრად, ამის მიხედვით ვამზადებთ კერძებს.

- რა დაგიჯდათ წელს სააღდგომო სუფრის მომზადება?

- ეს არის ჩვეულებრივი სადილი, ქათამს, ხორცს და კარტოფილს შევწვავთ, სალათს მოვამზადებთ და ა.შ. განსაკუთრებული არაფერი არ გვექნება. შესაძლოა ნამცხვარი დავამატოთ ამ სადილს. 100 ლარი დაგვიჯდა დაახლოებით წაიკითხეთ მეტი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ