მამაკაცი, რომელიც დენის ანძიდან გადმოხტა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს

მამაკაცი, რომელიც დენის ანძიდან გადმოხტა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს

მამაკაცი, რომელიც სანაპიროზე ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდით იმუქრებოდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, როგორც ცნობილია, მას რაიმე სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახალგაზრდა მამაკაცი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მოითხოვდა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროგადამცემი ბოძიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებმა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამაშველო ბრიგადები, რომლებმაც გაშალეს სპეციალური ბალიში, რათა მამაკაცის გადმოვარდნის შემთხვევაში უბედური შემთხვევის პრევენცია მომხდარიყო. მოლაპარაკებების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი სწორედ სპეციალურ ბალიშზე გადმოხტა, რის გამოც მან დაზიანებები არ მიიღო და მოათავსეს სასწრაფო დახმარების მანქანაში.

მიუხედავად მისი სურვილისა, მამაკაცმა მედიასთან გასაუბრება ვერ მოახერხა, რადგან სამართალდამცველებმა და ექიმებმა ამის საშუალება არ მისცეს და მაშინვე სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს. ჯერჯერობით კვლავ უცნობია კონკრეტული მიზეზი, თუ რაზე სურდა საუბარი მას ჟურნალისტებთან. ერთადეთი, რისი თქმაც მამაკაცმა მოახერხა, არის ის, რომ "იგი ქვეყანაში არსებულ სისტემას ებრძვის". მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ