სო­ფო გე­ლო­ვანის მყუდ­რო სახ­ლი "შანხაიში", ისტორიული ფორტეპიანო და მწვანე აივანი

სო­ფო გე­ლო­ვანის მყუდ­რო სახ­ლი "შანხაიში", ისტორიული ფორტეპიანო და მწვანე აივანი

მომღერალი სოფო გელოვანი მეუღლე ნოდი ლანდიასთან და ორ ვაჟთან ერთად 2 წლის წინ საცხოვრებლად ცალკე გადავიდა. თუმცა მეუღლის დიდ ოჯახში გატარებულ 5 წელს ძალიან თბილად იხსენებს. მიუხედავად იმისა, რომ სოფო კარგად და მყუდროდაა მოწყობილი, ამბობს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ჩვენი დროებითი საცხოვრებელია, ჩვენი სახლი უფრო ბუნებაში, სუფთა ჰაერზე წარმომიდგენიაო. მართალია, სოფოს ბიჭების ერთად შეკრება ადვილი საქმე არ იყო, მაგრამ დიასახლისის დახმარებით ოჯახური ფოტოსესიაც მოვაწყვეთ.

- ბავშვობა ბარათაშვილის ხიდთან, კულტურის სამინისტროს გვერდით რომ ძველი სახლია, იქ გავატარე, შესაბამისად, ამ უბანზე ვარ შეყვარებული. ჩემი მეუღლეც იქვე ახლოს ცხოვრობდა და შეიძლება ითქვას, იმავე უბანში გავთხოვდი. 5 წელი ვიცხოვრეთ ჩემი მეუღლის დიდ ოჯახთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ ამას სულ სხვა ხიბლი აქვს. მეც დიდი ოჯახიდან მოვდივარ - სამი და, ერთი ძმა, მშობლები, ბებია-ბაბუა ერთად ვიყავით და ამის შემდეგ უკვე ნოდის მშობლებთან ცხოვრებაც არ გამჭირვებია. პირიქით, ყოველთვის ცდილობდნენ, ჩემთვის კომფორტი შეექმნათ, განებივრებული ვიყავი დახმარებით, იმდენი საქმე ნამდვილად არ მქონდა, რაც დღეს მაქვს. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცალკე გადმოსვლა მეც ძალიან გამიჭირდა, ჩემს უფროს ბიჭს, დათას, ის სახლი უფრო უყვარს და გული სულ იქით მიუწევს, მაგრამ ვცდილობ, აქაურობაც შევაყვარო. მიუხედავად იმისა, რომ ბებიები და ბაბუები მუდამ გვერდში გვიდგანან - ბავშვების დატოვება იქნება ეს თუ სხვა, რაც ცალკე გადმოვედით, საოჯახო საქმეები მთლიანად მე დამეკისრა. არ მყავს დამხმარე, რომელიც დამილაგებს სახლს, მომიმზადებს სადილს, თავად ვაკეთებ ყველაფერს და მსიამოვნებს კიდეც. როცა საქმე მაქვს და გასასვლელი ვარ, ნოდიც მეხმარება და მიწყობს ხელს. ზოგადად, ოჯახის, ბავშვების, საშინაო საქმის და კარიერის ერთმანეთთან შეთავსება საკმაოდ რთულია, მაგრამ როცა ხელს გიწყობენ, შეუძლებელი აღარაფერია. მიუხედავად ასეთი თბილი ურთიერთობების და მოგონებებისა, ვფიქრობ, მაინც ჯობია, წყვილმა ცალკე იცხოვროს და თავად იზრუნოს საკუთარ შვილებზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მყუდრო სახლი გვეყიდა, სადაც შევქმნიდით ჩვენს ისტორიას.

ჩემს მეუღლეს ძალიან უნდოდა სახლი ქალაქგარეთ, მაგრამ მე ვიყავი წინააღმდეგი. მართალი გითხრათ, მეც ვოცნებობ ასეთ სახლზე, მაგრამ როდესაც გყავს შვილები, დადიან სკოლაში, ბაღში, სხვადასხვა წრეზე და დღის განმავლობაში ბევრი სარბენი გაქვს, ძალიან რთულია ქალაქგარეთ ცხოვრება. როცა გაიზრდებიან, დიდი იმედი მაქვს, გადავალთ სადმე ქალაქთან ახლოს, სუფთა ჰაერზე. რაც შეეხება ამ ბინის ყიდვის ისტორიას, სრულიად სპონტანურად მოხდა, სიმართლე გითხრათ, საბურთალო ჩემთვის უცხო უბანი იყო, მით უმეტეს შანხაი, მაგრამ ქუჩა, სადაც ჩვენი კორპუსი მდებარეობს, შედარებით შემაღლებულზეა და ისე ძალინ დაბინძურებული არ არის ჰაერი. სწორედ ამან მოგვხიბლა და ამიტომ გადავწყვიტეთ, აქ დავსახლებულიყავით. მაშინ შავი კარკასი იყო, ფასიც - ჩვენთვის მისაღები და ვიყიდეთ. დავიწყეთ რემონტი, სწრაფად და სადად გავაკეთეთ ყველაფერი და მალევე გადმოვედით. გაგრძელება+ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება