კანადაში სატვირთო მანქანისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 14 სპორტსმენი დაიღუპა, 14 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ BBC იუწყება.
ავტობუსში მყოფი ჰოკეისტების ასაკი 16-დან 21 წლამდე იყო. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული. როგორც ცნობილია, ტრანსპორტში სულ 28 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარს კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრიუდო, გამოეხმაურა. მან დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.