აძვიდან ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი გაიტაცეს

აძვიდან ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი გაიტაცეს

სოფელ აძვიდან ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი გაიტაცეს. ერთ-ერთი ვერსიით, სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი და სოფელში სტუმრად ჩასული პირი წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად იყვნენ ასულები, რა დროსაც ისინი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ორივე დაკავებული ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ სოფელ აძვიდან ორი მოქალაქე ოკუპანტებმა ორი კვირის წინაც გაიტაცეს, რომელიც მოგვიანებით დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ