"დღესაც ისე მიყვარს, როგორც მაშინ"  - ლეილა აბაშიძეზე უიმედოდ შეყვარებული კაცის ცხოვრება

"დღესაც ისე მიყვარს, როგორც მაშინ"  - ლეილა აბაშიძეზე უიმედოდ შეყვარებული კაცის ცხოვრება

ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე, რომელმაც უამრავი დასამასხოვრებელი სახე შექმნა, 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში დაიბადა. ის პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა, ფილმში "ქაჯანა", სადაც კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას ნატო ვაჩნაძეს უწევდა. იმ დროისათვის მომავალი დიდი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო.

1951 წელს თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში "შეხვედრა წარსულთან" ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. ლეგენდარულ მსახიობს 30-მდე ქართულ ფილმში აქვს ნათამაშები.

გთავაზობთ ნაწყვეტს "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სტატიიდან, რომელიც ლეილა აბაშიძეზე უიმედოდ შეყვარებულ მამაკაცს ეხება. მას ორიოდე წლის წინ, აღმაშენებლის გამზირზე, სათნოების სახლ "კათარზისში" ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი, სტატიის მომზადებისას შეხვდა.

"მოსაცდელში, სავარძელში ჭაღარა მამაკაცი შევნიშნე. უცნაურია, 71 წლის მოხუცი თავის სახელსა და გვარს არ მეუბნება, მაგრამ მთხოვს, ფოტო გადამიღეთო. თოჯინების თეატრში უმუშავია კომენდანტად. სწორედ მაშინ გავიცანი ლეილა აბაშიძე, უიმედოდ შემიყვარდა და ცოლის მოყვანა აზრადაც აღარ მომსვლიაო, - მეუბნება...

- ყველაზე ძველი "კათარზისელი" ვარ. 23 წელია, ყოველდღე აქ დავდივარ, ეს არის ჩემი სახლი, სადაც ყოველთვის სიხარულით მხვდებიან. გამსახურდიას დროს ბინა დამეწვა, 12 წელი სასტუმრო "საქართველოში" ვცხოვრობდი. 20 წლის ვიყავი, ლეილა აბაშიძე რომ გავიცანი. ეს ფოტოც მაშინ არის გადაღებული, - მეუბნება და შავ-თეთრ ფოტოს მაწვდის, - მე, რეზო ჩხეიძე და ლეილა ვართ... ქალბატონ ლეილას ეს ფოტო, აბა, როგორ ემახსოვრება, მე კი ყოველთვის გულისჯიბით დავატარებ... დღესაც ისე მიყვარს, როგორც მაშინ. შინაც სულ მისი ფოტოები მაქვს გაკრული... ყველა სპექტაკლზე ვარდები მიმქონდა... ცოტა ხნის წინ სოციალური აგენტი იყო მოსული და როდესაც ლეილას ამდენი ფოტო ნახა, ჩაიცინა, ამის შემხედვარე უცოლოდ დარჩებოდი აბა რაო!..წაიკითხეთ მასალა სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ