მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა იქნება

მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა იქნება

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა იქნება, - ამას “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობის ინიციატივით პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, უსაფრთხოების დაცვაც განისაზღვრება.

გარდა ამისა, მანდატურის სამსახურის ფუნქციებად განისაზღვრება - ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეების, სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, მათი მშობლების, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების და მასწავლებლებისათვის; უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარება; საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა; ძალადობის საწინააღმდეგო, მათ შორის - ანტიბულინგური, საგანმანათლებლო კამპანიების და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

მანდატურის სამსახურის მიერ ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ხაზგასასმელია, რომ სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში დასაქმებული არიან ფსიქოლოგები, ბავშვთა ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები.

მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, იცვლება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დანიშვნის წესი. კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს დანიშნავს და გაათავისუფლებს მანდატურის სამსახურის უფროსი. სკოლის დირექტორი უფლებამოსილი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულებისას დასაბუთებული მიმართვა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს წარუდგინოს.

პროექტის ავტორია შინაგან საქმეთა სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ