რა უნდა იცოდეთ თბილისში პარკინგის შესახებ დღეიდან - ქალაქში კონტროლიორ-ინსპექტორები გამოჩნდებიან

რა უნდა იცოდეთ თბილისში პარკინგის შესახებ დღეიდან - ქალაქში კონტროლიორ-ინსპექტორები გამოჩნდებიან

დედაქალაქში კონტროლიორ-ინსპექტორები დღეს, დღის მეორე ნახევრიდან გამოჩნდებიან. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეიდან თბილისის პარკირების სისტემას უზრუნველყოფს თბილისის სატრანსპორტო კომპანია. დილიდან გასულია ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობას. შუადღიდან გამოჩნდებიან კონტროლიორ-ინსპექტორები, რომლებიც იქნებიან აღჭურვილი შესაბამისი უნიფორმით და ტექნიკური საშუალებებით და ყურადღებას მიაქცევენ, თუ რამდენად სწორად არის განთავსებული მანქანა პარკირების ადგილზე, ექვემდებარება დაჯარიმებას თუ გადაყვანას საჯარიმო სადგურზე. პირველ ეტაპზე საპარკინგე ადგილები იგივე რაოდენობით და იგივე ადგილზე იქნება განთავსებული, რომ არ მოხდეს გაურკვევლობა და არ შეიქმნას დისკომფორტი მძღოლებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ასევე, პარალელურად მიმდინარეობს საინფორმაციო აბრების შეცვლა, სადაც განთავსებული იქნება ცხელი ხაზის ნომერი, ასევე თბილისის პარკინგის ინტერნეტ მისამართი - TP.ge.

ამ მისამართზე ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია როდის აქვს გადახდილი პარკირების საფასური, ან როგორ უნდა გადაიხადოს. რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, აქ არანაირი ცვლილება არ ხდება.

პარკირების საფასური და გადახდა

დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საფასური დადგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებით, რომელიც შეადგენს:

  • 1 კვირა - 4 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
  • 6 თვე 25 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში);
  • 1 წელი 50 ლარი (გადახდის მომენტიდან, შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).
  • ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, გათავისუფლებულია პარკირების საფასურის გადახდისგან.

გზის სავალ ნაწილზე პარკირების წესების დარღვევისთვის მძღოლი ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრე ჯარიმდება 10 ლარის ოდენობით; ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას მძღოლი ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრე ჯარიმდება 10 ლარის ოდენობით; სპეციალურ დაცულ სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის ხარჯები შეადგენს 60 ლარს;

რაც შეეხება სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას, როგორც მამუკა კობახიძე აცხადებს, კომპანია მთლიანადაა აღჭურვილი აღნიშნული ტექნიკით, ასევე ევაკუატორებით, რომელიც მერიამ პირველ ეტაპზე იქირავა.

„კომპანიის შესაბამისი თანამშრომლები აღჭურვილები არიან შესაბამისი ტექნიკით. პირველ ეტაპზე ვიქირავეთ ევაკუატორები. ტენდერია გამოცხადებული და 2-3 თვის ვადაში შევიძენთ ევაკუატორებს. პირველ ეტაპზე 10 ევაკუატორით მოხდება ქალაქის მომსახურება. რაც შეეხება ჯარიმების და პარკირების საფასურის გადახდას, ნებისმიერ მსურველს ჩვენს ვებ-გვერდზე შეუძლიათ მოიძიონ ეს ინფორმაცია ასევე, ჯარიმები და პარკირების საფასური გადაიხადონ ნებისმიერი ბანკის ან სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით. ჯარიმების რაოდენობა არც იზრდება და არც მცირდება“, - განაცხადა კობახიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ