გერმანიაში სამხედრო ვერტმფრენი აეროპორტის კოშკს შეეჯახა - არის მსხვერპლი

გერმანიაში სამხედრო ვერტმფრენი აეროპორტის კოშკს შეეჯახა - არის მსხვერპლი

გერმანიის ქალაქ შვაინფურტში სამხედრო ვერტმფრენი აეროპორტის კოშკს შეეჯახა, რის შედეგადაც აეროპორტის თანამშრომელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სამხედრო სატრანსპორტო ვერტმფრენი აეროპორტში გასამართად დაჯდა. გასამართ სადგურთან მიახლოებისას ის სადისპეტჩერო პუნქტის შენობას წამოედო. შენობის ნამსხვრევები გარკვეულ მანძილზე გაიფანტა, რომლებმაც აეროპორტის სხვა შენობებიც დააზიანა და დაიჭრა 60-წლამდე ასაკის თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინციდენტის შედეგად მიყენებული ზიანი რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობისაა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"