როგორ უნდა მოაშოროთ „ნეგატიური სტატუსი“ თქვენს საკრედიტო ისტორიას?

როგორ უნდა მოაშოროთ „ნეგატიური სტატუსი“ თქვენს საკრედიტო ისტორიას?

ფიზიკურ პირებს, რომლებსაც ერთხელ მაინც უსარგებლიათ საბანკო, მიკროსაფინანსო ან ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციის პროდუქტით, საკრედიტო ისტორია აქვთ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაფარეთ ესა თუ ის ვალდებულება, ხომ არ გადააცილეთ გადახდის გრაფიკს, ან პირიქით წინსმწრებით დაფარეთ და ა.შ. ეს ყველაფერი „კრედიტ-ინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში ინახება.

არსებობს ორი სახის კატეგორიის ისტორიები - პოზიტიური და ნეგატიური. ბუნებრივია, პოზიტიური გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელმა ისარგებლა ამა თუ იმ საბანკო პროდუქტით და წარმატებით დაფარა. ხოლო თუ ადამიანი გადახდებს აგვიანებდა, ან ახლაც მიმდინარე დავალინება ერიცხება, რომელსაც არ იხდის, ავტომატურად ხვდება ნეგატიურ ბაზაში. შესაბამისად, ყოველი მომდევნო შემთხვევის დროს, როცა მას ისევ დასჭირდება კომერციული ბანკიდან ფულის სესხება ან სწრაფი სესხის აღება რომელიმე კომპანიიდან, მისი საკრედიტო ისტორია უარყოფითად იმოქმედებს და დიდი ალბათობით, სესხს ვერ მიიღებს.

„კრედიტ-ინფოს“ სტატისტიკური მონაცემებით, მათ ბაზაში საკრედიტო ჩანაწერების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამ ეტაპისთვის კი ბაზაში სულ 24 687 694 ჩანაწერია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 მილიონით არის გაზრდილი. დღეის მდგომარეობით, სულ აქტიური 5 880 113 სესხია. უახლესი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს 6% და არამარტო, „ნეგატიური სტატუსის“ მატარებელია ან როდესმე ატარებდა ამ სტატუსს.

თუმცა საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როცა ფიზიკური პირი ვალდებულებას გაისტუმრებს. ხშირად ჩნდება კითხვა, ადამიანები როგორ უნდა ამოვიდნენ უარყოფითი ბაზიდან და მომავალში დაუბრკოლებლად როგორ ისარგებლონ საბანკო პროდუქტით.

„ბიზნესპრესნიუსმა“ აღნიშნული კითხვით „კრედიტ-ინფო საქართველოს“ მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ ამა თუ იმ პიროვნებას „ნეგატიური სტატუსი“ სესხის დაფარვისთანავე უუქმდება, თუმცა რჩება სტატუსი - „იყო ნეგატიური“, რაც ბაზიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ ქრება.

„თუ კლიენტს აქვს მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება, რომლის გადახდა დააგვიანა 30 დღეზე მეტით, მაშინ მას ენიჭება ნეგატიური სტატუსი „არის ნეგატიური“ და სანამ პირი არ გადაიხდის ვადაგადაცილებულ დავალიანებას, მანამდე ექნება აღნიშნული სტატუსი. თუ პირმა გადაიხადა ვადაგადაცილებული დავალიანება, გადახდისთანავე „არის ნეგატიური“ სტატუსის შეცვლა ხდება ახალი „იყო ნეგატიური“ სტატუსით წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ