"კაკლის ქვეშ გაშლილი ხუთი სურფა და დახარჯული სამი საპალნე ღვინო" - როგორ აღნიშნავდა ილია ჭავჭავაძე "ილიაობას"

"კაკლის ქვეშ გაშლილი ხუთი სურფა და დახარჯული სამი საპალნე ღვინო" - როგორ აღნიშნავდა ილია ჭავჭავაძე "ილიაობას"

შემოდგომა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ლხინისა და ოჯახური გაბედნიერების დროდ იყო მიჩნეული. მთაში ქორწილის გადახდა უმთავრესად შემოდგომაზე - საზამთრო საძოვრებზე ცხვრის გასტუმრებამდე იცოდნენ, ხოლო ბარში ჭირნახულის, მოსავლის აღებას უკავშირებდნენ, როდესაც მარანსა და ბეღელში ბარაქა ტრიალებდა. აღნიშნული წესი დღემდე შემორჩა და ქორწილები საქართველოში ძირითადად შემოდგომა-ზამთარში იმართება.

თუმცა, ზაფხულში იყო ერთი მნიშვნელოვანი დღე 2 აგვისტო, რომელსაც საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. ეს დღე იყო "ილიაობა". თურმე, დიდ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, ილია ჭავჭავაძეს სამაგალითო სუფრის გაწყობა სცოდნია. მისი თანამედროვე იაკობ მანსვეტაშვილი იგონებს: "ილია პურადობით, მასპინძლობით არც ერთს ქართველს არ ჩამოუვარდებოდა, თვითონაც უყვარდა სმა და ჭამა "ფრიად მარგე", იცოდა ჭამა საფუძვლიანად და სტუმრებსაც გულუხვად, ხელგაშლილად დაუხვდებოდა ხოლმე". განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ