Figaro - სირიაზე დარტყმის შემთხვევაში, საფრანგეთი ამას საკუთარი ტერიტორიიდან გააკეთებს

Figaro - სირიაზე დარტყმის შემთხვევაში, საფრანგეთი ამას საკუთარი ტერიტორიიდან გააკეთებს

სირიაზე დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, საფრანგეთი ამას არა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული ფრანგული ბაზებიდან, არამედ საკუთარი ტერიტორიიდან გააკეთებს, - ამის შესახებ გამოცემა Figaro წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკვე გადაეცა ოპერაციის განხორციელების რამდენიმე ვარიანტი.

„სპეციალისტები თვლიან, რომ თუ დარტყმის განხორციელება გადაწყდება, საფრანგეთი ამას, სავარაუდოდ, არა იორდანიასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში არსებული ფრანგული ბაზებიდან, არამედ ზემო მარნას დეპარტამენტში მდებარე სენ-დიზიეს ბაზიდან გააკეთებს“, - წერს გამოცემა.

ასეთი გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ იორდანიასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების გამწვავება არ სურთ.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე