ავტორი:

"არანაირი საშუალება არ გვაქვს, რომ მიცვალებულს მივხედოთ" - დაღუპული მეშახტის ოჯახი დახმარებას ითხოვს

"არანაირი საშუალება არ გვაქვს, რომ მიცვალებულს მივხედოთ" - დაღუპული მეშახტის ოჯახი დახმარებას ითხოვს

მინდელის შახტში, 5 აპრილს მოხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ელგუჯა ბოჭორიშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს. 52 წლის მეშახტე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მუხურაში ცხოვრობდა. მას მოხუცი დედა, მეუღლე, შვილები და მცირეწლოვანი შვილიშვილები დარჩა.

დაღუპული მეშახტის შვილი, 27 წლის ავთო ბოჭორიშვილი Ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მამა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, რადგან ის წელიწადნახევრის წინ ავარიაში მოჰყვა და მიღებული ტრამვების გამო ფიზიკური მუშაობა არ შეუძლია.

"მამა მთელი ოჯახის მარჩენალი იყო, ყველა მასზე ვიყავით დამოკიდებული. მე თვითონ მუშაობა არ შემიძლია, ტრამვების გამო. ამ წუთას ჩვენ არანაირი საშუალება არ გვაქვს, რომ მიცვალებულს მივხედოთ. ყველანაირად გვჭირდება დახმარება" - ამბობს ავთო ბოჭორიშვილი.

მისივე თქმით, დღემდე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არის და მკურნალობას საჭიროებს, რაც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. როგორც თავად ამბობს, ამ მხრივაც მისი ერთადერთი დამხმარე მამა იყო, რომლის დაღუპვის შემდეგ სხვისი დახმარების იმედად დარჩა.

"ჩემი სურვილია დავიწყო მუშაობა, თუმცა ფიზიკური მუშაობა არ შემიძლია, ძლივს დავდივარ... ამასაც თუ სიარული ჰქვია. ჩემთვის სიმძიმეების აწევა არ შეიძლება" - აღნიშნა ავთო ბოჭორიშვილმა.

ნახეთ ვიდეო

თუმცა, ამის საპასუხოდ "საქნახშირში" აცხადებენ, რომ კომპანიამ დაკრძავლის თანხები მთლიანად საკუთარ თავზე აიღო. კომპანიის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს დაღუპული მეშახტების ოჯახის წევრებს და დაშავებულ მეშახტეებს. „საქნახშირის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მათ განუმარტეს, რომ თითოეული ოჯახი მიიღებს შესაბამის დახმარებას: დაზღვევის თანხასა და კომპენსაციას. რაც შეეხება დახმარებას, კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, რადგან "საქნახშირი" წლებია სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, იქნება ეს მკურნალობის თუ განათლების ხარჯები, ასევე სურვილის მიხედვით ასაქმებს დაზარალებულთა ოჯახის წევრებს. კომპანიის ინფორმაციით, მეშახტეთა ოჯახების დახმარება 50 ათი ათას ლარს აღემატება.

შეგახსენებთ, მინდელის შახტაში 5 აპრილს უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ