როგორ უნდა აღვზარდოთ ვაჟი? - ცნობილი ქართველი პედაგოგის დამაფიქრებელი პასუხი

როგორ უნდა აღვზარდოთ ვაჟი? - ცნობილი ქართველი პედაგოგის დამაფიქრებელი პასუხი

ცნობილი პედაგოგი შალვა ამონაშვილი ვაჟის აღზრდის მეთოდებზე საუბრისას საკუთარ შემთხვევას იხსენებს. ეს მოგონება-იგავი ბევრ შეკითხვას სცემს პასუხს:

- ერთხელ, ჩემმა 11 წლის ბიჭმა დედას აწყენინა. მეუღლემ ძალიან განიცადა და ტირილი დაიწყო. ჩვენს ოჯახში არასოდეს ყოფილა ყვირილი, ჩხუბი, გინება, ბავშვის ცემა და ა.შ. ჩვენი იარაღი მხოლოდ სიტყვა და პირადი მაგალითი გახლდათ ყოველთვის. მე დაკავებული ვიყავი ჩემი სამეცნიერო შრომებით. შემეძლო გამოვსულიყავი ოთახიდან და მეთქვა ბავშვისთვის: როგორ გაბედე ამის გაკეთება? აბა, ახლავე ბოდიში მოუხადე დედას, ანუ მემოქმედა მშობლის ძალაუფლებით. შემეძლო შეშინებაც: „არ გაბედო ამის ხელმეორედ გაკეთება! გაიგე? წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გაექნება ჩემთან! მე შენი მამა ვარ!“ ასე იქცევა ბევრი მამა.

დედასაც შეეძლო ეყვირა, სილა გაეწნა, გაეგდო ოთახიდან. მაგრამ ეს ხომ აღზრდა არ არის, ასეთი ქმედებებით ბავშვის აღზრდა შეუძლებელია. ბავშვს არ უნდა ეშინოდეს თავისი მშობლების. მას უნდა გავუღვიძოთ პასუხისმგებლობის გრძნობა. მას უნდა ეშინოდეს იმისა, რომ არ დაარღვიოს პასუხისმგებლობა, ეს უხერხული და არასამართლიანი იქნება. სინდისის წინაშე უნდა გვქონდეს შიში. არ მინდა თავი მოგაწონოთ ჩემი ქმედებით, მაგრამ აი, როგორ მოვიქეცი მოცემულ სიტუაციაში.

ამ უსიამოვნებიდან გავიდა ერთი კვირა (იმ წუთას არაფერი არ მოვიმოქმედე), მინდოდა ეს ფაქტი დავიწყებას მისცემოდა. რა თქმა უნდა, დედა შეურიგდა შვილს, ყველას დაავიწყდა მომხდარი ფაქტი. ერთხელაც, შევდივარ მის ოთახში. ჩემი ბიჭი ზის და მათემატიკის დავალებას წერს. ვეკითხები: - რას აკეთებ? - ამოცანას ვხსნი,- მიპასუხა. - და ვის სჭირდება ეს ამოცანები? - მე არ მჭირდება, მასწავლებელს სჭირდება. - მაშინ მასწავლებელი მოიცდის, საქმე მაქვს შენთან. გთხოვ, წამოდი ქუჩაში, მინდა დაგელაპარაკო როგორც კაცი - კაცს... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ