ავტორი:

საინტერესო ამბები AMBEBI.GE-ზე - რა სიახლეები ელის საიტის მკითხველს

საინტერესო ამბები AMBEBI.GE-ზე - რა სიახლეები ელის საიტის მკითხველს

თუ თქვენი დილა, ბევრი ინტერნეტმომხმარებლის მსგავსად AMBEBI.GE-ის კითხვით იწყება, მაშინ უკვე შეამჩნევდით, რომ საიტის დიზაინი უფრო თანამედროვე გახდა, სტატიები უფრო მრავალფეროვანი, მათი კითხვა კი უფრო მოსახერხებელი.

ვიზუალურად განახლებული AMBEBI.GE ძველებურად საინტერესოა მკითხველისთვის, რასაც საიტის მზარდი რეიტინგიც მოწმობს. ვებგვერდის ერთგულმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ უკვე მეოთხე წელია, AMBEBI.GE IRI-ის გამოკითხვის მიხედვით, ინტერნეტში ინფორმაციის მიღების წყაროებს შორის ლიდერია. საიტის დიზაინი ერთი თვის წინ განახლდა და მომხმარებლის ინტერესებს უფრო მეტად მოერგო. ვებგვერდს არაერთი სიახლე დაემატა, მათ შორის კროსვორდები, რომელიც მკითხველისთვის უკვე იქცა ერთ-ერთ საყვარელ რუბრიკად, უფრო განვითარდა ვიდეო კონტენტისა და მულტიმედია პროექტების მიმართულება.

როგორც საინფორმაციო პორტალის მთავარი რედაქტორი ეთო ფურცხვანიძე განმარტავს, საიტი თითქმის ყველა ტიპის მკითხველის ინტერესს აკმაყოფილებს, სთავაზობს სტატიებს საზოგადოებრივ საკითხებზე, პოლიტიკაზე, სამხედრო თემატიკაზე, მსოფლიოში მიმდინარე ამბებსა და კულტურის სიახლეებზე. საიტის მკითხველის საშუალო რაოდენობა დღეში 150 ათასს აჭარბებს.

"AMBEBI.GE ტრადიციულად არის საიტი, რომელიც მკითხველს აწვდის დაზუსტებულ და ხშირად, ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომელსაც სხვა საიტზე ვერ წაიკითხავს. საიტის ვიზუალის ცვლილება ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა დადებითად მიიღო და სიახლეებს ახალი მკითხველებიც მოჰყვა. ჩვენი გუნდი ცდილობს "ამბები" მეტად ინტერაქციული გახდეს, გავზარდოთ მკითხველების ჩართულობა, კომენტარებით, ქვიზებით, კროსვორდებით. სხვათა შორის, კროსვორდები საიტზე გამოჩენიდან ერთ კვირაში 5 000-მა მკითხველმა შეავსო.

საიტის დიზაინის ცვლილებასთან ერთად, გამარტივდა AMBEBI.GE-ს მობილური ვერსია. სტატიები ადვილად იძებნება, მარტივად და მსუბუქად იკითხება, კომენტატორებიც ძალიან აქტიურობენ, რადგან კომენტარების დაწერა კიდევ უფრო გამარტივდა. მომავალში ვაპირებთ მკითხველს შევთავაზოთ მეტად ინტერაქციული სტატიები და მულტიმედია პროექტები ჩვენს საიტზე“ - ამბობს პორტალის მთავარი რედაქტორი ეთო ფურცხვანიძე.

მისივე თქმით, "ამბების" გუნდის სურვილია, მომხმარებლებმა მეტად იაქტიურონ და საინტერესო ისტორიები, ფაქტები და მათთვის საჭირბოროტო საკითხები მისწერონ ონლაინ გამოცემას.

საიტი, რომელიც საინფორმაციო წყაროების უპირობო ლიდერია, უახლოეს მომავალში ახალ, ელექტრონული კომერციის რუბრიკას დაიმატებს. მალე ვებგვერდს ონლაინვაჭრობის ფუნქცია დაემატება.

შეავსეთ კროსვორდები ამ ბმულზე

შეავსეთ სახალისო ტესტი:

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ