აიათოლა ალი ხამენეი - ტრამპმა, მაკრონმა და მეიმ დიდი დანაშაული ჩაიდინეს

აიათოლა ალი ხამენეი - ტრამპმა, მაკრონმა და მეიმ დიდი დანაშაული ჩაიდინეს

ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელებს დამნაშავეები უწოდა. „დღეს დილით სირიაზე მიტანილი იერიში დანაშაულს წარმოადგენს. აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დიდი დანაშაული ჩაიდინეს. ისინი ამით სარგებელს ვერ ნახავენ, როგორც გასულ წლებში ვერ ნახეს ერაყში, სირიასა და ავღანეთში, სადაც ასეთივე დანაშაულს ჩადიოდნენ“, - დაწერა აიათოლა ხამენეიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"