ბინალი ილდირიმი აშშ-ს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს - სად იყავით აქამდე?

ბინალი ილდირიმი აშშ-ს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს - სად იყავით აქამდე?

სად იყავით აქამდე? - ასე გამოეხმაურა თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აშშ-ს, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ ოპერაციას სირიის რეჟიმის წინააღმდეგ.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის დადებითად აფასებს აღნიშნულ ოპერაციას, თუმცა მუდმივი მშვიდობისთვის უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.

„გასულ დღეებში ასადის საზიზღარმა რეჟიმმა უდანაშაულო ხალხი, ბავშვები გაანადგურა ქიმიური იარაღის გამოყენებით. იმ ქვეყნებმა, ვინც თავიანთ თავს მსოფლიოს ნამუსად მიიჩნევენ, გადაწყვიტეს რეაგირება მოეხდინათ. სირიაში უკვე შვიდი წელია ბავშვებს კლავენ და ჰუმანიზმი მხოლოდ ახლა გაგახსენდათ, როდესაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს? სად იყავით აქამდე?" - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

იხილეთ ვიდეო: "სად იყავით აქამდე?" - ბინალი ილდირიმ საერთაშორისო კოალიციას მიმართა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"