წადით აუზზე მომზადებული - რა პრობლემები შეიძლება შეგიქმნათ აუზზე ცურვამ და როგორ დავამარცხოთ ისინი

წადით აუზზე მომზადებული - რა პრობლემები შეიძლება შეგიქმნათ აუზზე ცურვამ და როგორ დავამარცხოთ ისინი

აუზი - ეს ერთ-ერთია იმ ჩამონათვალიდან, რომელიც ქალს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს. დამღლელი სამუშაო დღის თუ საოჯახო საქმიანობით დატვირთული საათების შემდეგ აუზზე განტვირთვა რელაქსაციის, დასვენებისა და მოდუნების საუკეთესო საშუალებაა. ცურვა ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო აქტივობაა. ის აკაჟებს ორგანიზმს, ხელს უწყობს თერმორეგულაციის მექანიზმთა სრულყოფას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს გარემოსთან ადაპტაციის უნარს, ამაღლებს ზოგად ტონუსსა და გამძლეობას. ამასთანავე ის სხეულის მასის ნორმალიზების უნიკალური გზაა. აუზზე ცურვს ზღვისგან განსხვავებით ერთი დიდი უპირატესობაც აქვს. დახურული აუზი მზის მავნე ზემოქმედებისგან გიცავთ.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ უპირატესობებისა, რაც აუზზე ცურვას გააჩნია. თუმცა აღნიშნულმა შეიძლება გარკვეული პრობლემებიც გამოიწვიოს. პრობლემების საწყისი მიზეზი კი ქლორია, რომლითაც საქართველოში აუზების დიდი უმეტესობაში წყალი სუფთავდება. ქლორს არაერთი უარყოფითი თვისება აქვს.

გთავაზობთ რჩევებს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც აუზზე ცურვამ შეიძლება გამოიწვიოს.

  • თუ თქვენ რეგულარულად არ ცურავთ და ახლა იწყებთ ცურვას, მაშინ დიდი ალბათობით შეიძლება, გაცივდეთ. ეცადეთ, საცურაო კომპლექსიდან სველი თმით არ წამოხვიდეთ, ჩაიცვით თბილად, ქარისგან და სიცივისგან განსაკუთრებით შუბლი და ყურები დაიცავით. არ დაგავიწყდეთ, ყურების კარგად გამშრალებაც, რომ წყლის წვეთები არ დაგრჩეთ.
  • ქლორიანი წყალი აზიანებს და აღიზიანებს თვალის გარსს და რიგ შემთხვევაში, შეიძლება, ანთებაც გამოიწვიოს. ამიტომ იცურეთ ყოველთვის წყლის სათვალით. ცურვის შემდეგ კი სასურველია თვალის სპეციალური დამატენიანებელი წვეთები გამოიყენოთ.

  • ქლორი არც ისე სასარგებლოა კანისთვის. ამიტომ ცურვის შემდეგ ტანი დაიბანეთ არა საპნით, არამედ - შხაპის გელით. რადგან ის უფრო ნაზია და ქლორით გაღიზიანებულ და გამომშრალ კანს ზედმეტად არ აშრობს. შხაპის შემდეგ კი სახე, სხეული და ხელები სპეციალური კრემით დაიტენიანეთ.
  • თუ თქვენი კანი ზედმეტად მგრძობიარე ან ალერგიულია, მაშინ ქლორიანმა წყალმა შეიძლება იმაზე მეტი პრობლემაც გამოიწვიოს, ვიდრე უბრალოდ გამოშრობაა. ამ დროს აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია და მისი რეკომენდაციების გათვალისწინება.
  • თუ თქვენ სუსტი ყურები გაქვთ, შეიძლება ანთება ყურშიც განვითარდეს. ამიტომ არის აუცილებელი ცურვის შემდეგ ყურების კარგად გამშრალება. თუმცა თუ ტკივილი შენიშნეთ, არ დაელოდოთ პრობლემის გართულებას და დროულად მიმართეთ სპეციალისტს.
  • ყველაზე მწვავე პრობლემა კი, რაც ქლორიანმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს, არის ცისტიტი. ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია, რომელიც, სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მეორე ქალს ერთხელ მაინც გადაუტანია. გახშირებული შარდვა, ჭინთვები მოშარდვის სურვილით, მტკივნეული შარდვა, ღამის ან ადრიანი დილის შეუკავებელი ჭინთვა, საზარდულის არეში უსიამოვნო შეგრძნება, ხშირად - ძლიერი, რომლის დახასიათება ძნელია, შარდის უსიამოვნო სუნი, მუქი ფერის ან ფერშეცვლილი შარდი - თუ თქვენ ამ პრობლემებიდან ერთ-ერთმა მაინც შეგაწუხათ, მაშინ თქვენ ცისტიტი გეწყებათ და სასურველია დროულად დაიწყოთ დაავადებასთან ბრძოლა. თუ სიმპტომების გამოჩენის საწყის ეტაპზევე ჩაერევით, შეიძლება ანტიბიოტიკის გარეშეც დაამარცხოთ დაავადება. ამაში კი მცენარეული პეპარატები დაგეხმარებიან.

ამ შემთხვევაში საუკეთესოა ”ცისტიქეა”, რომელიც შეიცავს შტოშს, ოხრახუშს და ღვიას. სამივე პროდუქტი ხასიათდება შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. შტოში ხელს უშლის ბაქტერიების მიკვრას საშარდე გზების ლორწოვან გარსზე, რაც ძალიან მნიშვნელვანია ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. შტოშს ამავე დროს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. ”ცისტიქეას” აბები სასარგებლოა: მოშარდვის ხშირი ან მუდმივი სურვილის შეგრძნების შესამცირებლად, მოშარდვის დროს წვის შეგრძნების შესამცირებლად, მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილების და წელის მიდამოში ტკივილების შესამცირებლად, ნაწლავური ფლორის დაბალანსებისთვის, იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, საშარდე გზების ინფექციას დროს იმუნური ფუნქციის გაუმჯობესებისთვის, ფაქიზი მოქმედების ბუნებრივი შარდმდენი, ასევე თირკმლის ფუნქციის მასტიმულირებელი და თირკმლისა და შარდის ბუშტის კენჭების დროს სიმპტომების შემცირებისთვის.

აღნიშნული პრობლემების მიუხედავად, აუზზე ცურვით მიღებული სარგებელი იმდენად დიდია, რომ მასზე უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ. უბრალოდ, მომზადებული შეხვდით მოსალოდნელ პრობლემებს და ცურვისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ