თომა მარგველაშვილი მოინათლა - ფოტოები პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდიდან

თომა მარგველაშვილი მოინათლა - ფოტოები პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდიდან

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვაჟი თომა მარგველაშვილი მოინათლა. ფოტოები პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი მეორე ვაჟის მშობლები იანვარში გახდნენ. მაკა ჩიჩუასა და გიორგი მარგველაშვილისთვის თომა მეორე საერთო შვილია. მათი პირველი საერთო ვაჟი თემო მარგველაშვილი უკვე სამი წლისაა, წყვილს წინა ქორწინებებიდან ქალიშვილები - ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა ჰყავთ.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ახალშობილი ვაჟის შესახებ ისაუბრა ერთ-ერთ გადაცემაში. "თომა არის ბრაზიანი, მსუნაგი და მძინარა" - ასე დაახასიათა საქართველოს პრეზიდენტმა მესამე, ახლადშეძენილი ვაჟი "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას. გიორგი მარგველაშვილმა იხუმრა კიდეც, რომ ორი ბავშვის "გადამკიდე" ის "დუშეთიდან ევროპასა და ამერიკაში გაიქცა".

იხილეთ ვიდეო: თომა მარგველაშვილი მოინათლა - პირველი ფოტოები პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდიდან

"ასევე მინდა ვთქვა, რომ თემო თომას ძალიან კარგად ექცევა, ეფერება და მის ყველა თვისებას დადებითად უყურებს" - აღნიშნა მარგველაშვილმა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს