ავტორი:

გორში ოჯახი გაუჩინარებულ ორ არასრულწლოვან დას ეძებს

გორში ოჯახი გაუჩინარებულ ორ არასრულწლოვან დას ეძებს

გორში ორი მოზარდი და გაუჩინარდა. ოჯახი 16 წლის მარიამ და 17 წლის ანა მეგრელიშვილებს 12 აპრილიდან უშედეგოდ ეძებს. არსებული ინფორმაციით, მოზარდების გაუჩინარებას წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდებს გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე, მშობლებთან მოუვიდათ კონფლიქტი, მეორე დღეს კი მათ გაქცევა გადაწყვიტეს. ვრცელდება კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმად გოგონები თანატოლების მხრიდან ხშირად იყვნენ ძალადობის მსხვერპლი და მათ გაქცევა სწორედ ამ მიზეზით დაგეგმეს.

გაუჩინარებულ 16 წლის მარიამს და 17 წლის ანას 12 აპრილიდან ოჯახი საკუთარი ძალებით ეძებდა, 4 დღის წინ კი შესაბამისი განცხადებით შს სამინისტროს მიმართეს. უწყებაში ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. თუმცა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების მსვლელობისას მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ