სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

გარკვეული ჯგუფი სომხეთში კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენას გეგმავს, - ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

„ერევანში არაკანონიერი აქციების ფონზე სხვადასხვა პირები და ჯგუფები ეროვნული უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის წინაღმდეგ დანაშაულებს ამზადებენ. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური კვლავ აცხადებს, რომ ეს ხალხი და მათი მხარდამჭერები სპეცსამსახურების თვალყურის ქვეშ არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ შესაბამისი ოპერატიულ-სადაზვერვო ზომების მიღება ხდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად.

დღეს ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქციების ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი დააკავა. თუმცა, მოგვიანებით პოლიციაში დააზუსტეს, რომ ნიკოლ ფაშინიანი, არარატ მირზოიანი და სასუნ მიქაელიანი არა დააკავეს, არამედ იძულებით გამოიყვანეს დემონსტრანტების რიგებიდან.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"