"მიდგომა, რომ ბავშვს არაფერი ავუკრძალოთ, დამღუპველია ბავშვისთვის" - ფსიქოლოგის პასუხები მშობლებისთვის აქტუალურ კითხვებზე

"მიდგომა, რომ ბავშვს არაფერი ავუკრძალოთ, დამღუპველია ბავშვისთვის" - ფსიქოლოგის პასუხები მშობლებისთვის აქტუალურ კითხვებზე

მშობლები ხშირად სვამენ ამ შეკითხვას - რატომ არის ბავშვი უინტერესო, არამოტივირებული, რატომ ეზარება ყველაფერი, სწავლის ჩათვლით? უნდა ავუკრძალოთ თუ არა მას რამე, თუ ყველაფრის ნება მივცეთ? აქტუალურ შეკითხვებზე გვპასუხობს ცნობილი ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე.

- ხშირად მშობელი ფიქრობს, რომ თუ შვილს მატერიალურად უზრუნველყოფს და იყიდის იმას, რაც დააკლო ფსიქოლოგიურად, ყველაფერს აანაზღაურებს. ამ ბოლო დროს ხშირად მესმის ტექსტები: ბავშვებს 6 წლამდე არაფერი არ უნდა ავუკრძალოთ, იმიტომ, რომ ნერვები აეშლებათ. ბევრ მშობელს უთქვამს, რომ არ შეიძლება ბავშვს რაიმე ავუკრძალო იმიტომ, რომ ტირილით ნერვები აეშლება.ნერვული სისტემა დაუზიანდება, სტრესში ჩავარდება, მერე უკვე ცუდი პიროვნული თვისებები ექნება. მერე მოჰყავთ მაგალითი, აი, იაპონიაში 5-6 წლამდე თურმე ბავშვებს არაფერს უკრძლავენ. შემდეგ უცბად ავიწყდება თავისი სენტენცია, რომ ბავშვს სტრესი არ უნდა მიაყენოს და გადადის თმის მოწიწკვნაზე, ყურის აწევაზე და ცემაზე. იმიტომ, რომ სხვანაირად ვეღარ ახერხებს „თავგასული“ ბავშვის მართვას. ვეუბნები მშობელს, რატომ იშლი ნერვებს, როცა შეგიძლია ჩარჩოს დაწესება ადრეული ასაკიდანვე. ყველა ბავშვი ითხოვს ჩარჩოს. იმიტომ, რომ ბავშვის ტვინი ისეა მოწყობილი, წვრთნა სჭირდება. თუ ბავშვი გაიწვრთნება, პრობლემაც არ იქ ნება.

მიდგომა, რომ ბავშვს არაფერი ავუკრძალოთ, დამღუპველია ბავშვისთვის. ფსიქოლოგები ვამბობთ, რომ თავისუფალ ნებას სჭირდება წრთობა, თავისუფალი ნება არის არჩევანი, ცუდსა და კარგს შორის. არჩევანი ერთ ქმედებასა და მეორე ქმედებას შორის. არჩევანი მოსალოდნელ ქმედებასა და არსებულ ქმედებას შორის. ტვინს სჭირდება ვარჯიში და გარემოდან თუ არ იქნა იფორმაცია და სტიმული, ტვინი ვერ სწავლობს. ბავშვის ტვინს უნდა ვასწავლოთ იმპულსის შეკავება. კანფეტი ახლა არა, მერე ჭამე. სათამაშო ახლა არა - ხვალ. ეს უნდა გაითავისოს ბავშვმა და უნდა ივარჯიშოს იმაში, რომ დაბრკოლება გადალახოს. ეს ახლა არ შეგიძლია, ცოტა ხანში შეძლებ. ბავშვი ისწავლის ტვინის დაგეგმვას და იმპულსების შეკავებას. კონტროლის, თვითრეგულაციის მექანიზმი გამოუმუშავდება და გაიზრდება ნორმალური ადამიანი...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ