პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის 10 მთავარი ჯილდოდან 4 - ქართულ ფილმებს გადაეცა

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის 10 მთავარი ჯილდოდან 4 - ქართულ ფილმებს გადაეცა

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის 10 მთავარი ჯილდოდან 4 - ქართულ ფილმებს გადაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, Tiantan Award საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძემ მოიპოვა და მას ეს ჯილდო თავად კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა; Tiantan Award საუკეთესო რეჟისურისთვის მარიამ ხაჭვანს ერგო; Tiantan Award საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ნატო მურვანიძეს მიანიჭეს, ფილმისთვის "საშიში დედა". მსახიობი პეკინში არ იმყოფებოდა და მის მაგივრად ეს ჯილდო ცნობილმა მსახიობმა იზაბელ იუპერმა ფილმის რეჟისორ ანა ურუშაძეს გადასცა; Tiantan Award საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის მინდია ესაძემ მოიპოვა ფილმისთვის "დედე".

საქართველო პეკინის საერთაშორსო კინოფესტივალთან დაარსების დღიდან (2011 წელი) თანამშრომლობს. შარშან ქართველმა კინემატოგრაფისტებმა, ისევე, როგორც წელს, პეკინში 10 მთავარი ჯილდოდან 4 - მოიპოვეს: კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი გიორგი ბარაბაძის "ლუკა" გახდა. ამავე ფილმში ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ლია კაპანაძე დააჯილდოეს. ფილმს "სხვისი სახლი" 2 პრიზი ხვდა წილად - საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. რუსუდან გლურჯიძეს ჯილდო ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟან რენომ გადასცა, რომელიც 2017 წელს პეკინის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი იყო.

იხილეთ ვიდეო: პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის 10 მთავარი ჯილდოდან 4 ქართულ ფილმებს გადაეცა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს