სომხეთის თავდაცვის უწყება განცხადებას ავრცელებს

სომხეთის თავდაცვის უწყება განცხადებას ავრცელებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ საპროტესტო აქციებში სამხედროების მონაწილეობა დაგმო. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სამშვიდობო ძალების ბრიგადის ერთი ჯგუფი უკანონოდ ორგანიზებულ აქციას შეუერთდა. ამ სამხედროების წინააღმდეგ, კანონის შესაბამისად, ყველაზე მკაცრი ზომები გატარდება, ვინაიდან კანონის შესაბამისად შეიარაღებული ძალების მოსამსახურეები შეზღუდულები არიან ნებისმიერ შეკრებებში მონაწილეობის უფლებებში“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ქმედება ასევე წარმოადგენს სამხედრო ნაწილის შინაგანაწესის დარღვევას.

დღეს სომხეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს სამხედროებიც შეუერთდნენ.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"