ცნობილი ქართველები, რომლებსაც ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

ცნობილი ქართველები, რომლებსაც ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

ბოლო წლებში ონკოლოგიური დაავადებების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაბინძურებული ჰაერი და კარცინოგენებით გაჯერებული საკვებია. მართალია, ავთვისებიანი სიმსივნე საკმაოდ მძიმე დაავადებაა, მაგრამ მისი დამარცხება შესაძლებელია. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ სიას იმ ცნობილი ქართველებისა, რომლებმაც დაამარცხეს სიმსივნე ან ებრძვიან ამ დაავადებას.

გიო ხუციშვილი

მომღერალ გიო ხუციშვილს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი მოულოდნელად დაუსვეს. "კვლევამ აჩვენა ყველაზე ცუდი დიაგნოზი, რაც შეიძლება არსებობდეს. შემდეგ წავედით თურქეთში და იმ დღიდან ომში ვარ." ,- ჰყვება მომღერალი თავისი დაავადების შესახებ. გიო ხუციშვილი მკურნალობის კურსს ბოლო დროს ისრაელში გადიოდა. ახლა თავს ცოტა უკეთესად გრძნობს და ვარსკვლავის გახსნისთვის ემზადება.

თამარ ბაღაშვილი

"დიაგნოზის გაგებისას განცდა მქონდა, რომ ყველაფერი მართლა დამთავრდა",- ჰყვება ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელსაც მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. მან 6-ჯერ ჩაიტარა ქიმიოთერაპია. თერაპიის თანმდევი შედეგების გამო, როგორიცაა, ფიზიკური სისუსტე, თმის ცვენა, სახლიდან გამოსვლას ერიდებოდა. თუმცა ამბობს, რომ ამ დროს ხალხთან ურთიერთობა და ყურადღების სხვა რამეზე გადატანა აუცილებელია. ჟურნალისტმა დაავადება საბოლოოდ დაამარცხა.

მარინა ჯანაშია

მსახიობ მარინა ჯანაშიას სიმსივნის დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დაუსვეს. ორ წელიწადში მან 14 ოპერაცია გაიკეთა და სიკვდილს ასე გადაურჩა. ახლა თავს კარგად გრძნობს. „სულ ვამბობდი, რომ სამარცხვინოდ ჯანმრთელი ვარ-მეთქი… მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევაც მქონდა, ყოველთვის ვიღაცას დავყვებოდი ექიმთან, მე თვითონ არ მივდიოდი. სრულიად უკულტურო ადამიანი აღმოვჩნდი და ეს ის შეცდომაა, რომლის პატიებაც არ შეიძლება. ადამიანი, ვიდრე არსებობ, ვალდებული ხარ, საკუთარ თავს მიაქციო ყურადღება… ვიყავი სუსტად და არ ვიცოდი, რა მჭირდა. ვიდრე გული არ წამივიდა და ცუდად არ გავხდი, არ ვიკადრე და ეს ყველაფერი არ გავაკეთე.

მე მაშინვე არ ვიცოდი დიაგნოზი. უკვე ინტოქსიკაცია იყო დაწყებული. ბევრი ფიქრის საშუალება არ მქონდა, რადგან პერიოდები იყო, რომ ვითიშებოდი. როცა ჩავედი გერმანიაში, ფონდ „ქართუს“ დახმარებით, გამიკეთდა ოპერაცია. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილსა და ეკა ხვედელიძეს… საკმაოდ დიდი თანხა ჯდებოდა ოპერაცია და უამრავმა ცნობილმა ქვეყანამ უარი თქვა ამ ოპერაციაზე. საკმაოდ უიმედო მდგომარეობა იყო, მე თბილისში მორფზე ვყავდი გადაყვანილი… მხოლოდ გერმანიაში გამიკეთეს ოპერაცია…“განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ