როგორ შეძლო ქეით მიდლტონმა მშობიარობიდან რამდენიმე საათში შესანიშნავ ფორმაში ყოფილიყო

როგორ შეძლო ქეით მიდლტონმა მშობიარობიდან რამდენიმე საათში შესანიშნავ ფორმაში ყოფილიყო

კემბრიჯის ჰერცოგინიამ გუშინ მესამე შვილი გააჩინა. მშობიარობიდან რამდენიმე საათში ის ახალშობილთან და ქმართან, პრინც უილიამთან ერთად სამშობიაროდან გამოვიდა და კამერების წინ დადგა, რათა ჟურნალისტებს მისი და პატარა პრინცის გადაღების საშუალება ჰქონოდათ. ქეითი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და წითელ კაბაში.

მისმა გარეგნობამ მთელი მსოფლიო გააოგნა, ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ ქეითმა შვილი რამდენიმე საათით ადრე გააჩინა, ბედნიერად იღიმოდა და და შესანიშნავ ფორმაში იყო.

„ინდეფენფენთის“ განმარტებით, ასეთი მარტივი მშობიარობის მიზეზი სპეციალური მეთოდია, რომელსაც არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიმართა, მათ შორის - ანჯელინა ჯოლიმ და ჟიზელ ბიუნდხენმა.

მეთოდს კი ჰიპნომშობიარობა (hypnobirthing) ჰქვია. აღნიშნული ტექნიკის საშუალებით, მშობიარეები ინარჩუნებენ სიმშვიდეს და რელაქსაციას.

ჰიპნომშობიარობა დაფუძნებულია ინგლისელი მეანის, გრენტლი დიკ-რეიდის ნაშრომზე. მან 1933 წელს დაწერა წიგნი „მშობიარობა ტკივილის გარეშე“. დიკ-რეიდის აზრით, როდესაც ქალს ეშინია მშობიარობისას, დაძაბულობა ტკივილს იწვევს. სხვა შემთხვევაში კი - როდესაც მშობიარე ინარჩუნებს სიმშვიდეს, კუნთები მოშვებულია და სხეული გამოყოფს ოქსიტოცინსა და ენდორფინებს, რაც ტკივილს ამსუბუქებს.

ექსპერტების მტკიცებით, ამ მეთოდის საშუალებით ტკივილი იკლებს და მშობიარობის შემდეგ შიში და გაღიზიანებაც ნაკლებია.

ჰიპნომშობიარობა არის სუნთქვის, ღრმა რელაქსაციისა და ვიზუალიზაციის მეთოდების კომბინაცია, პოზიტიურ ფიქრებთან ერთად.

ცხადია, ქალებისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ ინფორმაციის მიწოდება, რომ მათ კარგად იცოდნენ მშობიარობის ფსიქოლოგია, შედეგად კი გათავისუფლდნენ ყველა შიშისგან. მეთოდის ეფექტურობის მიუხედავად, ცხადია, გაუტკივარების გაკეთება მაინც საჭიროა.

როგორც ჩანს, სწორედ ჰიპნომშობიარობის შედეგი იყო ის, რომ ქეითი ჩვილთან და ქმართან ერთად ჟურნალისტების წინ ბრწყინავდა და აქვე აღსანიშნავია, რომ მარგალიტის საყურე, რომელიც მიდლტონს ეკეთა, ღირსშესანიშნავი დღისთვის დედოფალმა ათხოვა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე