ლაშა ტალახაძე დაოჯახდა - ფოტოები ქართველი ძალოსანის ნიშნობიდან

ლაშა ტალახაძე დაოჯახდა - ფოტოები ქართველი ძალოსანის ნიშნობიდან

ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაოჯახდა. მისი რჩეული 24 წლის ანა დემურიაა. ნიშნობის ფოტოები სოციალურ ქსელში წყვილმა თავად გაავრცელა. როგორც ირკვევა, ნიშნობის ცერემონიალი მცხეთაში გაიმართა. წყვილი თაფლობისთვის გასატარებლად მალდივებზე აპირებს გამგზავრებას.

ლაშამ და ანამ ერთმანეთი დაახლოებით ორი წლის წინ ბათუმში გაიცნეს. როგორც ტალახაძე ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, ანა სწორედ იმ პერიოდში შეუყვარდა, როდესაც ყველამ გაიცნო.

"ბათუმში, დაახლოებით ერთი წლის წინ გავიცანი. გოგო პირველ რიგში, გარეგნულად უნდა მომეწონოს, მისი ხასიათით მერე ვინტერესდები. ტიპური ქართველი მამაკაცი ვარ, ტრადიციების მოყვარული და დამცველი. ურთიერთობაში მთავარი გაგებაა. როცა ვიცი, შეყვარებული ჩემს სურვილებს ითვალისწინებს, ძალიან მიხარია. ეს გოგო სწორედ ამის გამო შემიყვარდა. რთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ ამას გაგებით ეკიდება. ის იმ პერიოდში შემიყვარდა, როცა ყველამ გამიცნო, ყველა ჩემს სახელსა და გვარს გაიძახოდა, ის კი ადვილად მოსახიბლი არ აღმოჩნდა" - ამბობს ლაშა ინტერვიუში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ