ცნობილი გერმანისტი და მთარგმნელი დალი ფანჯიკიძე გარდაიცვალა

ცნობილი გერმანისტი და მთარგმნელი დალი ფანჯიკიძე გარდაიცვალა

ცნობილი გერმანისტი და მთარგმნელი, მწერალ გურამ ფანჯიკიძის მეუღლე, დალი ფანჯიკიძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ქალიშვილი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს. დალი ფანჯიკიძე გოეთეს საერთაშორისო საზოგადოებისა (1985) და საქართველოს მწერალთა კავშირის (1986) წევრი გახლდათ.

დალი ფანჯიკიძემ 1959 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა. 1959-1961 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის თანამშრომელი გახლდათ, 1961-1972 წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის მასწავლებელი, 1973–1993 წლებში - დოცენტი, 1993-1995 წლებში - პროფესორი, 1995-2005 წლებში - კათედრის გამგე.

თარგმნილი აქვს თომას მანის: "ბუდენბროკები" (1970), "ჯადოსნური მთა" (1978, 1984), "ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარება" (1995); უ. პლეცდორფის "ახალგაზრდა ვ.-ს ვნებანი" (1982); გოეთეს "პოეზია და სინამდვილე" (2002); ჰ.ჰესეს "ფიქრი და განსჯა" (1996); გრ. რობაქიძის ესე "ადოლფ ჰიტლერი უცხოელი მწერლის თვალით" (2007) და სხვა.

გარდა ამისა, დალი ფანჯიკიძე არაერთი წერილისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ასევე ღირსების ორდენის მფლობელი (1997) და ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიის ლაურეატი (1983) გახლდათ.

წაიკითხეთ ასევე: "მამას უხაროდა ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, როგორც ვფიქრობდი..." - როგორ იხსენებს მწერალ მამას ნათია ფანჯიკიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ