Newsweek: დასავლეთი თავს იტყუებს, თუ ფიქრობს, რომ პუტინი შეიცვალა

Newsweek: დასავლეთი თავს იტყუებს, თუ ფიქრობს, რომ პუტინი შეიცვალა

მკაცრი ტონით გამორჩეული ვლადიმერ პუტინისგან, რომელიც ბოლო დროს დასავლეთთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს, ყოველ წუთს მოსალოდნელია მუშტის მოღერება, - მიიჩნევს ყოველკვირეული ამერიკული გამოცემა Newsweek და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის "მოლბობა" მხოლოდ დროებითია და ეს მსოფლიო ტენდენციებითაა განპირობებული, რომლებიც ჯერჯერობით მის წისქვილზე ასხამს წყალს.

ავტორები აცხადებენ, რომ პუტინი წუთითაც არ ივიწყებს თავის დიად "დერჟავულ" მიზნებს და მაგალითად მოჰყავთ ყირგიზეთი, რომელთან მიმართებაშიც პრემიერი ვითომ თავშეკავებულია, თუმცა ამავდროულად მიზანმიმართულად ცდილობს ცენტრალური აზიის სამხედრო ბლოკში მოსკოვის ლიდერობა შეინარჩუნოს.

ჟურნალისტთა აზრით, რუსეთს სჭირდება დასავლური ინვესტიციები და პუტინის სწრაფვა ევროპისკენ სწორედ ამითაა განპირობებული, ხოლო როგორც კი მიზანს მიაღწევს, პრემიერ-მინისტრი მაშინვე ძალის დემონსტრირებას დაიწყებს.

პუტინის ხასიათის "სირბილე" იმიჯმეიკერების შრომის შედეგია, თუმცა, როგორც ჩანს, რუსი ლიდერი დროდადრო მაინც არღვევს პიარტექნოლოგთა დადგენილ წესებს და თავის ნამდვილ - მკაცრ და არასენტიმენტალურ სახეს აჩენს.  

გამოცემა ასკვნის, რომ დასავლეთი მხოლოდ თავს იტყუებს, თუ ფიქრობს, რომ პუტინი შეიცვალა. 

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა