„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია დაიწყო

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია დაიწყო

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაციას აცხადებს. რეგისტრაცია სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge 23 აპრილიდან მიმდინარე წლის 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

სახელმწიფო პროგრამა კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაეცემას ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებელი ყურძნის რეალიზაციის გარდა, უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ.

პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 20 მეპაიეს ინდივიდუალურად, თითოეულს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ქონდეს მაღალმთიან რეგიონში 0,1 ჰა, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე 0,3 ჰა ფართობი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს ვაზის ნებადართული ჯიშები.

კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა - გადამამუშავებელი საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა უნდა უზრუნველყოს.

გასულ წელს კახეთის რეგიონში, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყურძნის გადამამუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო გაიხსნა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ