ერეკლე კოდუა მის პასუხისგებაში მიცემის ფაქტს "ფეისბუქით" ეხმაურება

ერეკლე კოდუა მის პასუხისგებაში მიცემის ფაქტს "ფეისბუქით" ეხმაურება

სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის თაობაზე მის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ფაქტს "ფეისბუქით" ეხმაურება:

"მეგობრებო, დღეს კიდევ ერთხელ გავხდი პოლიტიკური დევნის ობიექტი რუსი ოლიგარქის მსახური პროკურატურის მხრიდან. დღევანდელი მორიგი აბსურდული ფალსიფიცირებული საქმე ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. გასაკვირი მხოლოდ ისაა, რატომ დასჭირდა მათი ფანტაზიის დამწიფებას 6 წელი. მე ძალიან ვამაყობ, რომ შესაძლებლობა მომეცა მემსახურა ჩემს ქვეყანას და ჩემი წვლილი შემეტანა კრიმინალთან ბრძოლაში და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნვეყოფაში. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ 2007 წელს ჩემი წვლილი შევიტანე იმაში, რომ ქვეყანა ხელში არ ჩავარდნოდა ერთ რუს ოლიგარქს, რომელიც მკველობასაც არ ერიდებიდა საკუთარი მიზნების შესასრულებლად. დღეს მეორე რუსი ოლიგარქმა გადაწყვიტა შური იძიოს ჩემზე სწორედ ამის გამო. რაც არ უნდა გააყალბოთ მტკიცებულებები, რაც არ დააშინოთ ადამიანები, რაც არ უნდა გამოკეტოთ ციხეებში პტრიოტები, ვერ შეცვლის ჩვენს სურვილს ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. პირობას გაძლევთ, ძალიან მალე და ქვეყანას მოსცილდება მოღალატე ხელისუფლება და ხალხის ხარჯზე გამდიდრებული რუსი ოლიგარქი და ქართველი ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მომავლის რწმენას" - წერს კოდუა.

მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია "იმედში" უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

როგორც საგამოძიებო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, ვინაიდან იგი თავს არიდებს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას და მის მიმართ მიმდინარეობს ძებნა, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

იხილეთ ვიდეო: ერეკლე კოდუა - რაც არ უნდა გააყალბოთ მტკიცებულებები, გამოკეტოთ ციხეებში პატრიოტები, ეს ვერ შეცვლის ჩვენს სურვილს, ვემსახუროთ სამშობლოს

"შევედით პალატაში, თვალები ღია ჰქონდა, გვიყურებდა, თუმცა საუბარი არ შეეძლო" - რას წერს კოკო გამსახურდია ძმის მდგომარეობაზე

"მშვიდად არ მიძინია, რადგან მარიამი დღე და ღამე იბრძოდა და გასული იყო სახლიდან" - ლევან ხურცია მალხაზ მაჩალიკაშვილს მიმართავს

"ნაციონალებმა" კონცერტი ჩამიშალეს... არ მჯერა რომ ეს მე გადამხდა" - რატომ ჩამოვიდა იტალიიდან გულდაწყვეტილი თემურ თათარაშვილი