ვინ არის ქართველი დიზაინერი, რომელიც ყატარში შეიხთა ვილებისა და სამთავრობო შენობების პროექტებზე მუშაობს

ვინ არის ქართველი დიზაინერი, რომელიც ყატარში შეიხთა ვილებისა და სამთავრობო შენობების პროექტებზე მუშაობს

დიმიტრი სარკიაშვილი პროფესიით გრაფიკული დიზაინერი გახლავთ. ამჟამად ერთ-ერთ ყატარულ უმსხვილეს კომპანიასთან თანამშრომლობს. კომპანიის წარმომადგენლებმა იციან, რა სირთულის დავალებაც არ უნდა მისცენ მას, შეძლებს დაკისრებული მოვალობა პირნათლად, სრულფასოვნად და უნაკლოდ შესარულოს. მონაწილეობა აქვს მიღებული სტადიონების, სკვერების, პარკების, შეიხთა ვილების, სამთავრობო შენობების, სასახლეების და სხვა განათების პროექტებში. დიმიტრი ასევე ქმნის ლოგოებს სხვადასხვა კომპანიებისთვის.

- მე და ჩემი თანამშრომლები ვმუშაობთ განათების დიზაინზე არა ტექნიკური განხრით, არამედ ესთეტიკური კუთხით. ჩვენი სტუდია შედგება სამი ადამიანისგან: მამუკა ნაჭყებია (სტუდიის ხელმძღვანელი), ანა ხურციძე და მე.დიზაინის სფეროში 2005 წელს მოვხვდი. გასაუბრება გავიარე ერთ-ერთ ქართულ-რუსულ ფირმაში, სადაც ადგილზე ასწავლიდნენ ე.წ. პროგრამა 3D max-ს. იქ მისვლა ოჯახის ახლო მეგობრებმა მირჩიეს. სიმართლე გითხრათ, მასტერკლასზე იმ ჯგუფში, სადაც მე ვსწავლობდი, ერთ-ერთი სუსტი მოწაფე ვიყავი, ვინაიდან კომპიუტერთან ასე ფართო შეხება არასდროს მქონდა. საბოლოოდ გადავლახე სირთულეები და გავხდი ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი.2011 წელს დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ წამყვან სტუდიაში გრაფიკულ დიზაინერად, სადაც დაახლოებით ხუთი წელი ვიმუშავე და ძალიან დიდი გამოცდილებაც მივიღე, რის გამოც დიდი მადლობელი ვარ დირექტორის დათუნა ალექსიძისა და სტუდიის ხელმძღვანელის, დიზაინერ დავით ქოიავასი. მათთან მუშაობისას ბევრი რამ ვისწავლე, დამეხვეწა გემოვნება, გავეცანი ინტერიერის დიზაინის სფეროს და რაც მთავარია, შევისწავლე მსოფლიოს წამყვანი ავეჯისა და განათებების ბრენდები. ასევე გავიცანი ძალიან ბევრი ცნობილი და წამყვანი ქართველი დიზაინერი. მათთან თანამშრომლობისას მივიღე კიდევ უფრო მეტი გამოცდილება. შემდეგ მოვხვდი ქართულ კომპანიაში, რომელიც თანამშრომლობდა ყატარულ კომპანიასთან, მივედი გასაუბრებაზე, წარმატებით გავიარე და გავხდი მათი გუნდის ნაწილი.

- ამ ეტაპზე რა ტიპის განათებებზე მუშაოთ?

- ძირითადად ვმუშაობთ ექსტერიერის განათებებზე: სტადიონების, ქუჩების, საოფისე შენობების, პარკების, ვილების, სასახლეების და ა.შ.საერთოდ, სხვადასხვა ტიპის განათებაა, ასე გამიჭირდება ჩამოთვლა. ზოგჯერ გვაძლევენ ისეთ პროექტებს, რომლებსაც ესთეტიკურად ვამუშავებთ, ჩვენი გემოვნებით განათების დიზაინს ვუკეთებთ არსებულ შენობას თუ სკვერს, შემდეგ უკვე ყატარში პროფესიონალი ტექნიკოსების ჯგუფები არჩევს ამა თუ იმ განათების ტიპებს, რომელიც საშუალებას იძლევა ისე განათდეს, როგორ განათებასაც ჩვენ ვსვამთ პროექტში...განაგრძეთ კითვა+იხილეთ ფოტოები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ