კარენ კარაპეტიანს პუტინი ტელეფონით ესაუბრა - რაზე შეთანხმდა სომხეთის მმართველი გუნდი

კარენ კარაპეტიანს პუტინი ტელეფონით ესაუბრა - რაზე შეთანხმდა სომხეთის მმართველი გუნდი

სომხეთის მმართველი პარტია 30 აპრილამდე პრემიერმ-ინისტრობის კანდიდატს დაასახელებს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ პარლამენტის ვიცესპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა განუცხადა. მისი თქმით, კანონით, 30 აპრილამდე მმართველი გუნდი ამ საკითხზე უნდა ჩამოყალიბდეს. ის დარწმუნებულია, რომ რესპუბლიკური პარტია ვადებში ჩაეტევა. შარმაზანოვის ინფორმაციით, 1-ელ მაისს პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხზე საგანგებო სხდომაზე იმსჯელებენ.

ამავდროულად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც ქვეყანაში კრიზისული ვითარების დარეგულირებას შეეხო. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა, რომ კრიზისი სამართლებრივად, მოქმედი კონსტიტუციით უნდა დარეგულირდეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"