გივი ჭიჭინაძისა და მამუკა მდინარაძის სიმღერა გამარჯვების შემდეგ - როგორ იზეიმეს არჩევნების შედეგები "ქართულ ოცნებაში"

გივი ჭიჭინაძისა და მამუკა მდინარაძის სიმღერა გამარჯვების შემდეგ - როგორ იზეიმეს არჩევნების შედეგები "ქართულ ოცნებაში"

ვანისა და ხონის ოლქში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში გივი ჭიჭინაძის გამარჯვებას "ქართული ოცნების" წევრები გვიან ღამემდე ზეიმობდნენ. როგორც დავით მოიავას გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, შედეგების გამოცხადების შემდეგ გივი ჭიჭინაძემ საკუთარ თანაგუნდელებთან და შტაბის წევრებთან ერთად იმღერა და გამარჯვება ასე აღნიშნა.

ნახეთ ვიდეო: "სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ, რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა" - როგორ აღნიშნეს "ქართული ოცნების" წევრებმა არჩევნებში გამარჯვება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57.86% მიიღო, ხოლო "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა გიგი უგულავამ - 38.38%.

შუალედური არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო 6 კანდიდატი.არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პარტია "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, "ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟრიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ