3 მაისს მეტრომ, შესაძლოა, არ იმუშაოს

3 მაისს მეტრომ, შესაძლოა, არ იმუშაოს

მეტროში არსებული ალტერნატიული პროფკავშირი - “ერთობა 2013” ხვალ, 11:00 საათზე, მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ პრესკონფერენციას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული პროფკავშირიდან აცნობეს, გარდა სიტუაციის მიმოხილვისა, ისინი საჯაროდ დააანონსებენ გაფიცვის თარიღს და მოსახლეობას ფლაერების საშუალებით გააცნობენ ქალაქის შესაძლო პარალიზების დროს, ასევე, შეიტანენ განცხადებას შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, რათა დაიცვან კანონიერი გაფიცვის შესაბამისი ყველა პროცედურა.

„ერთობა 2013“ მეტროს მეტროს მემანქანეთა თითქმის სრულ უმრავლესობას მოიცავს, შესაბამისად, გაფიცვის დაწყების შემთხვევაში, დაიკეტება ყველა მეტროს სადგური. მოგეხსენებათ, მეტროში მედიაციის პროცესი ფაქტობრივად დასრულდა. სამმხრივი შეხვედრების შემდეგ, სატრანსპორტო კომპანიისა და მერიისგან პასუხი ერთია - ხელფასების მატება ვერ მოხდება! „ერთობა 2013“-ის წევრებს სხვა აღარაფერი დარჩათ, გარდა გაფიცვისა. ხელფასების მატება მეტროში 2013 წლიდან არ მომხდარა. მემანქანეების მოთხოვნა, საათობრივი ანაზღაურების 7 ლარიდან 10 ლარამდე გაზრდაზე, გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონითა და მეტროში არსებული მძიმე სამუშაო პირობებით.

მეტროს თანამშრომლები უკან დახევას არ აპირებენ, რადგან 2016 წლიდან კომპანიისგან მხოლოდ დაპირებებს იღებენ. მაშინ უარი თქვეს გაფიცვაზე, რადგან ეგონათ პროცესი კონსტურქციული მოლაპარაკებების რეჟიმში დასრულდებოდა, თუმცა ლოდინმა ისინი იქამდე მიიყვანა, როცა გაფიცვის გარდა სხვა გზა არ დარჩათ. მათ მრავალჯერ აღუნიშნავთ, რომ გაფიცვა თავადაც არ სურთ, რადგან კარგად ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს მეტროს გამართულ მუშაობას მოსახლეობისა და ქალაქისთვის. თუმცა, ფაქტია, რომ არც მერია და არც კომპანია არ ითვალისწინებს დასაქმებულებისა და ხალხის მდგომარეობას“, - ნათქვამია პრესრელიზში და ასევე აღნიშნულია, რომ თბილისის მეტრო, შესაძლოა, 3 მაისს გაჩერდეს..

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ