ქაბულში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, - იუწყება ავღანური სააგენტო „პაჟვაკი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
აფეთქებები ავღანეთის დედაქალაქში დღეს დილით მოხდა. მედიის ინფორმაციით, პირველი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოახდინა. მეორე აფეთქება ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. დაღუპულია ფრანგული საინფორმაციო სააგენტოს „ფრანს პრესის“ ჟურნალისტი შა მარაი. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან: TOLOnews-ის, 1TV-ის, Al Jazeera-სა და მედიის სხვა ჟურნალისტები.