"მე არ ვარ ოჯახის კაცი!.." - ვინ არის სულიკო დარდიანიძე "ჩემი ცოლის დაქალებიდან"

"მე არ ვარ ოჯახის კაცი!.." - ვინ არის სულიკო დარდიანიძე "ჩემი ცოლის დაქალებიდან"

ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ქართული ტელესერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონის დაწყებას მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდა. დაწყებისთანავე დიდი პოულარობა მოიპოვა სულიკო დარდიანიძემ, რომელიც საქართველოს პრეზდენტი გახდა... მსახიობი კახა გოგიძე თავის გმირზე, დასახულ მიზნებზე და ოჯახურ იდილიაზე გვესაუბრა...

- დღეს არსად არ ვარ შტატიანი თანამშრომელი... თავისუფალი თეატრის მსახიობი ვარ, ვთამაშობ ილიას უნივერსიტეტშიც და ვდგამ სპექტაკლებს. დრამის სარეჟისორო ფაკულტეტი დავამთავრე 2008 წელს, დავიწყე სპექტაკლების დადგმა და ახლა უკვე 26-ე სპექტაკლს ვამთავრებ ახალცხეში. დავდგი ჭიათურაში, ქუთაისში, სენაკში, თელავში და ასე შემდეგ...

- როგორ აღმოჩნდით სერიალში სულიკო დარდიანიძის როლზე?

- ძალიან ბანალურად... ეკა მჟავანაძე არის ჩემი უსაყვარლესი არტისტი და მეგობარი. როგორც ვიცი, ეკას ეხება სერალის კასტინგი, მან დამირეკა და მითხრა, ამ როლზე შენ მოიაზრები და თუ შეგიძლია რაღაც კონკრეტული ტექსტი ჩაწერო და გამოგვიგზავნოო... ჩავწერე ტექსტი, გადავაგზავნე და სამხატვრო საბჭომ რომ განიხილა, როლზე დამამტკიცეს. რასაკვირველია, დიდი სურვილი მქონდა მეთამაშა ამ სერიალში, რომელიც ძალიან მაღალრეიტინგულია და ბევრი ნიჭიერი არტისტი თამაშობს. უნიჭიერესი და კარგი ადამიანები არიან ქეთი დევდარიანი და გიორგი ლიფონავა. არც მიფიქრია, შემოთავაზებულ წინადადებას იმდენად დიდი სიხარულით დავთანხმდი. მსახიობი ვარ და ყველა მსახიობისთვის პრორიტეტულია, პოპულარული იყოს, თუმცა ჩემთვის პოპულარობა მთავარი აღარ არის, ასაკიდან გამომდინარე... გიორგი ლიფონვასთან ადრეც მქონდა შეხება, "კლინიკაში" მიღებდა და ვიცი, რამდენად საინტერესო შემოქმედია. ძალიან ბევრ რეჟისორს ვიცნობ და უკვე გარკვეული დასკვნების გაკეთებაც შემიძლია, ვინ რით გამოირჩევა. ლიფონავა ამდენი წლებია ამ სერიალს იღებს და არც დევდარიანს და არც ლიფონავას ფანტაზია არ ელევათ. რთულია წლების მანძილზე ერთი და იგივე საქმე აკეთო და ასე წარმატებულად! მეც ძალიან ბევრს ვსწავლობ მათგან.- მოგწონთ თქვენი გმირი?

- აბსოლუტურად ჩემთვის მიუღებელი საქციელების მქონე გმირს ვთამაშობ. არ მომწონს ასეთი მსუბუქი და ქარაფშუტა ადამიანები, მაგრამ ჩემი პროფესია მსახიობობაა და აუცილებელია ჩემი გმირის თვისებები შევისისხლხორცო და გავითავისო... მიყვარს ჩემი გმირი თავის ქარაფშუტული ქცევების მიუხედავად. მომღერალი კაცია, მსუბუქი, ხანდახან შეიძლება მსუბუქ ყოფა-ქცევასაც ავლენს, მაგრამ დიდი ძალაუფლება მოგეხსენებათ, ბევრ ადამიანს უბნევს თავ-გზას. ესეც არ არის გამონაკლისი და თავში აუვარდა. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება