რას ჰყვება ჯონდი ბაღათურია გოგოზე, რომელიც სავარაუდოდ, ახალ მომწამვლელ ნივთიერებას ემსხვერპლა - "პირველად გასინჯა და და გარდაიცვალა"

რას ჰყვება ჯონდი ბაღათურია გოგოზე, რომელიც სავარაუდოდ, ახალ მომწამვლელ ნივთიერებას ემსხვერპლა - "პირველად გასინჯა და და გარდაიცვალა"

ჯონდი ბაღათურის ინფორმაციით, სავარაუდოდ ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ბოლო ორი კვირის განმავლობაში 12 ახალგაზრდაა გარდაცვლილი. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. პოლიტიკოსის ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგონა მისი ახლობელია.

"ჩემი ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტოქსიკაციით 12 ადამიანია გარდაცვლილი. მე მაქვს განცდა, რომ მსხვერპლი გაცილებით უფრო მეტია. რამდენიმე ათეული ბავშვი კი ამ წუთებში სიკვდილს ებრძვის. ისინი კომატოზურ მდგომარეობაში არიან. ერთ-ერთი გარდაცვლილი ჩემი ახლობელია, საუკეთესო ახალგაზრდა იყო. ეს ბავშვი საერთოდ არ იყო ნარკოტიკთან გაკარებული, პირველად გასინჯდა და გარდაიცვალა. ძირითადად სწორედ ასეთი შემთხვევები მთავრდება გარდაცვალებით, როდესაც პირველად სინჯავენ. როგორც გარდაცვლილის სამეგობრო ამბობს, ეს ნარკოტიკი გასინჯა კლუბ "ბასიანში", თუმცა ამ ინფორმაციას გადამოწმება სჭირდება. გარდაცვლილის მეგობრები ამბობენ, რომ ეს იყო ახალი ნარკოტიკი..." - ამბობს ბაღათურია.

ნახეთ ვიდეო

თბილისში რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდების მძიმე ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებით. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნივთიერება "მეფედრონის" ინტოკსიკაციით თბილისში ბოლო ორ კვირაში ორი ახალგაზრდა - 22 წლამდე ასაკის გოგონა და ბიჭი გარდაიცვალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, საქმეებზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია ექსპერტიზები, რომელთა დასრულების შემდეგაც გამოვლინდება ახალგაზრდების გარდაცვალების რეალური მიზეზი.

დღეს კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა აღნიშნული შემთხვევის შესახებ ვრცელი პოსტი დაწერა, სადაც მომწამვლელ ნივთიერებაზე ინფორმაცია გაავრცელა.

წაიკითხეთ: რას წერს "ბასიანის" დამფუძნებელი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ