მოკლული თამარ გამრეკელაშვილის მამა - ამ საღამოს გავიგე, რომ ბავშვს უთქვამს, დანა მომაწოდა, დედას დაარტყიო და დანა დამარტყმევინაო

მოკლული თამარ გამრეკელაშვილის მამა - ამ საღამოს გავიგე, რომ ბავშვს უთქვამს, დანა მომაწოდა, დედას დაარტყიო და დანა დამარტყმევინაო

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის მამის თქმით, მკვლელობაში ბრალდებულმა ზვიად ბაქრაძემ მკვლელობაში მონაწილეობა მოკლულის ერთ-ერთ შვილსაც მიაღებინა.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მამამ განაცხადა, მან აღნიშნულის შესახებ დღეს საღამოს გაიგო. მისი თქმით, ის ამ საუბარს შემთხვევით შეესწრო. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ ბავშვს თამარ გამრეკელაშვილზე დანა დარტყმევინა.

ზვიად გამრეკელაშვილის განცხადებით, ოჯახი ბავშვებთან ამ თემაზე საუბარს ერიდება და აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგების დახმარებით მომხდარი საზარელი მკვლელობის ბევრი დეტალი გაირკვევა.

„ამ საღამოს გავიგე, რომ ბავშვს უთქვამს, დანა მომაწოდა, დედას დაარტყიო და დანა დამარტყმევინაო. ამის ირგვლივ მსჯელობას ბავშვებთან გაურბის ჩვენი ოჯახი და ჯერჯერობით ბევრი რამ დასადგენია. ეს დამნაშავე რა კუთხით შეეცდება გადარჩენას, თავის დაცვას, საინტერესო არაა“, - აღნიშნა ზვიად გამრეკელაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ